Magdalena Posted April 23, 2021 Posted April 23, 2021 ებრაულ-ამერიკულმა სტარტაპმა NFT-მ წარადგინა დასაკეცი ელექტრო მფრინავი ავტომობილის ორიგინალური კონცეპტი - Aska. მისი დიზაინი მოგვაგონებს საჰაერო ელექტრო ტაქსის სტანდარტულ ფორმას: აქვს წვეთის ფორმის ოთხადგილიანი სალონი, V-ს ფორმის პატარა „კუდი“ და ექვსძელიანი ელექტრო ამწევი სისტემა. ოთხი რეაქტიული ძელი დაყენებულია უკან დაკეცვად გრძელ ბერკეტებზე, ხოლო ორი - ფრთებზე. ყველა ფრთა ავტომატურად იკეცება უკანა მიმართულებით ქალაქის ქუჩებში კომფორტულად გადაადგილებისთვის. შუა ნაწილში არსებული ორი საყრდენი განკუთვნილია ვერტიკალური აფრენა-დაშვებისთვის, ისინი ასევე გამოიყენება ჰორიზონტალურად გადაადგილებისთვის. პერსპექტივაში Aska შეძლებს 240 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას და ერთ ფრენაზე 400 კილომეტრი მანძილის დაფარვას წყალბადზე მომუშავე ძრავის მოცულობის გაზრდის შედეგად. ამჟამად ჩეშენებული ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს მხოლოდ 110 კმ/სთ სიჩქარეს. მართვის საშუალებები წარმოდგენილია საჭითა და ორმხრივი გადაცემათა კოლოფის სისტემით. მართვის პანელი სენსორული ეკრანის სახით მდებარეობს თვალებისთვის კომფორტული კუთხით. Aska-ს მფლობელს სჭირდება მფრინავის ლიცენზია, მაგრამ ფრენის უმეტეს ნაწილზე ნახევრადავტონომიური კომპიუტერია პასუხისმგებელი. NFT აცხადებს, რომ ოთხადგილიანი პროტოტიპის ტესტირებები დაიწყება 2022 წლის ბოლოს, სერიული წარმოება კი - 2026 წლიდან. Aska-ს ფასი თითქმის 800 ათასი აშშ დოლარი იქნება. https://bit.ly/2P9hcH5 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.