Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ებრაულ-ამერიკულმა სტარტაპმა NFT-მ წარადგინა დასაკეცი ელექტრო მფრინავი ავტომობილის ორიგინალური კონცეპტი - Aska. მისი დიზაინი მოგვაგონებს საჰაერო ელექტრო ტაქსის სტანდარტულ ფორმას: აქვს წვეთის ფორმის ოთხადგილიანი სალონი, V-ს ფორმის პატარა „კუდი“ და ექვსძელიანი ელექტრო ამწევი სისტემა. 

ოთხი რეაქტიული ძელი დაყენებულია უკან დაკეცვად გრძელ ბერკეტებზე, ხოლო ორი - ფრთებზე. ყველა ფრთა ავტომატურად იკეცება უკანა მიმართულებით ქალაქის ქუჩებში კომფორტულად გადაადგილებისთვის. შუა ნაწილში არსებული ორი საყრდეი განკუთვნილია ვერტიკალური აფრენა-დაშვებისთვის, ისინი ასევე გამოიყენება ჰორიზონტალურად გადაადგილებისთვის.  

image.jpeg 

პერსპექტივაში Aska შეძლებს 240 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას და ერთ ფრენაზე 400 კილომეტრი მანძილის დაფარვას წყალბადზე მომუშავე ძრავის მოცულობის გაზრდის შედეგად. ამჟამად ჩეშენებული ელექტრო ძრავი უზრუნველყოფს მხოლოდ 110 კმ/სთ სიჩქარეს. 

მართვის საშუალებები წარმოდგენილია საჭით და ორმხრივი გადაცემათა კოლოფის სისტემით. მართვის პანელი სენსორული ეკრანის სახით მდებარეობს თვალებისთვის კომფორტული კუთხით. Aska-ს მფლობელს სჭირდება მფრინავის ლიცენზია, მაგრამ ფრენის უმეტეს ნაწილზე ნახევრადავტონომიური კომპიუტერია პასუხისმგებელი. 

NFT აცხადებს, რომ ოთხადგილიანი პროტოტიპის ტესტირებები დაიწყება 2022 წლის ბოლოს, სერიული წარმოება კი - 2026 წლიდან. Aska-ს ფასი თითქმის 800 ათასი აშშ დოლარი იქნება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.