Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

ვიდეო დაფების დეფიციტი, რის გამოც ფასები იზრდება, ყველა მომხმარებელს აწუხებს. ინვესტორების ყოველწლიურ შეკრებაზე NVIDIA-ს ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა განაცხადა, რომ კომპანიის კვარტალური შემოსავალი 5.3 მლრდ აშშ დოლარით გაიზარდა, რაც, ბუნებრივია, დაკავშირებულია მაინერებთან, რომლებმაც მოთხოვნა გაზარდეს ვიდეო ადაპტერებზე. 

კოლეტ კრესს მიაჩნია, რომ დეფიციტის პრობლემა ვერ მოგვარდება მომავალი წლის პირველ კვარტლამდე, ვინაიდან NVIDIA-ს არ გააჩნია საკუთარი საჭირო სიმძლავრე და არ ადგენს ფასებს საკუთარ პროდუქტებზე - ამ ყველაფერს აკეთებენ AIB პარტნიორები, რომლებიც არ იცავენ NVIDIA-ს საფასო რეკომენდაციებს და აწესებენ საკუთარ, ბაზრის შესაბამის ფასებს. ამის გამო პრობლემა დროულად ვერ მოგვარდება. 

ფინანსური დირექტორის განცხადებით, NVIDIA შეშფოთებულია ამ პრობლემით და ამ მიმართულებით „ფანტასტიურად“ მუშაობს, გეგმავს ვიდეო დაფების წარმოების მაქსიმალურად გაზრდას მიმდინარე წელს. 

ნალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ სიტუაციის დასტაბილურება 2022 წლამდე არ არის მოსალოდნელი. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, ამ დრომდე ითვლებოდა, რომ პრობლემა მიმდინარე წლის ზაფხულში მოგვარდებოდა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.