Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა კომპანია Xpeng Motors-მა წარადგინა სედანი P5 ავტონომიური მართვის ახალი ფუნქციებით. მისი წყალობით კომპანია ცდილობს დაწინაურდეს ჩინეთის ზეკონკურენტულ საავტომობილო ბაზარზე. P5 არის Xpeng-ის მესამე სერიული მოდელი და გვევლინება, როგორც Tesla Model 3-ის პირდაპირი კონკურენტი. 

image.jpeg 

კომპანიამ განაცხადა, რომ ახალი ელექტრომობილის ფასს გამოაცხადებს შანხაის ავტოსალონზე 19 აპრილს. ნებისმიერ შემთხვევაში, უკვე ცნობილია, რომ მანქანის ღირებულება გაცილებით დაბალი იქნება წინა მოდელ Xpeng P7-ან შედარებით, რომელიც ღირს დაახლოებით 35 ათასი აშშ დოლარი. მაგალითისთვის, Tesla Model 3-ის ფასი ჩინეთში 37 ათასი აშშ დოლარიდან იწყება. Xpeng აცხადებს, რომ ახალი ელექტრომობილი ჩინეთის ბაზარზე მიმდინარე წლის მესამე ა მეოხე კვარტალში გამოვა. გარდა ამისა, ელექტრომობილი ხელმისაწვდომი იქნება ნორვეგიაშიც, რაც ჩინეთის საზღვრებს გარეთ Xpeng-ისთვის პირველია. სამომავლოდ კომპანია გეგმავს ევროპის სხვა ბაზრებზე გასვლასაც. 

იმისთვის, რომ კონკურენტების ფონზე გამოირჩეოდეს, Xpeng თავის პროდუქციაში ნერგავს ავტონომიური მართვის მოწინავე ტექნოლოგიებს. მაგალიად, სედან P5-ში ხელმისაწვდომია LiDAR სენსორი, რომელიც საშუალებას იძლევა გაიზომოს ობიექტამდე დაშორების მანძლი ლაზერული სხივების მეშვეობით. გარდა ამისა, ავტომობილს შეუძლია შექმნას დაბრკოლებების სამგანზომილებიანი მოდელები, რაც მას საშუალებას მისცემს განასხვაოს ქვეითები, ველოსიპედისტები, საგზაო სამუშაოები და სხვა მანქანები სიბნელეშიც კი. 

image.jpeg 

Xpeng-მა აგრეთვე წარადგინა მძღოლის დამხარე სისტემის განახლებული ვერსია XPILOT 3.5, რომლის მეშვეობით ავტონომიურად სრულდება ისეთი ამოცანები, როგორებიცაა მოძრაობის ზოლის ცვლილება და სხვა სატრანსპორტო საშულებების გასწრება. ადრე ეს ფუნქციები მხოლოდ მაგისტრალებზე მოძრაობის დროს იყო ხელმისაწვდომი, ახლა კი მათი გამოყენება ქალაქის პირობებშიც არის შესაძლებელი. 

კვლევითი კომპანია Canalys-ის მონაცემების თანახმად მიმდინარე წელს ჩინეთის ელექტრომობილების ბაზარი 1.9 ერთეულამდე გაიზრდება, რაც 51%-ით მეტია გასული წლის მაჩვენებლან შედარებით. ინდუსტრია სულ უფრო მეტი კომპანიის ყურადღებას იპყრობს. რაც შეეხება Xpeng-ს, გასულ წელს კომპანიამ 27041 მანქანა გაყიდა, რაც ორჯერ აღემატება 2019 წლის მონაცემს. შედარებისთვის, Tesla-მ ჩინეთში გაყიდა 137 ათასზე მეტი Model 3. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.