Magdalena Posted April 16, 2021 Posted April 16, 2021 ახლახანს გახდა ცნობილი, რომ რელიზისთვის ემზადება სამომხმარებლო ვიდეო დაფა Radeon RX 6900 XT დასახელებით - Red Devil Ultimate. Big Navi სერიის წარმომადგენლებს შორის იგი იქნება ყველაზე მაღალი წარმადობის მქონე ტაქტის სიხშირეების მიხედვით: მოსალოდნელი სიხშირეა 2.4-დან 2.6 გჰც-მდე. სერია „წითელი ეშმაკის“ ანონსი შედგა გასულ წელს, ამჯერად კი ხელმისაწვდომი გახდა პირველი ინჟინრული ნიმუშები. Wccftech-ის ინფორმაციით, PowerColor-ის ეს მოდელი აღჭურვილია მეხსიერების ყველაზე დიდი მოცულობით. ვიდეო დაფის მთავარი დანიშნულებაა გეიმინგი და ოვერქლოქინგი, მისი შექმნისას აქცენტი გაკეთდა სწორედ ენთუზიასტებსა და ოვერქლოქერებზე. დაფის კვება ხორციელდება 16-ფაზიანი კვების სისტემით, სამი 8-პინიანი კონექტორის მეშვეობით. რაც შეეხება კონსტრუქციასა და გარეგნულ სახეს, PowerColor Radeon RX 6900 XT Red Devil Ultimate-ს ექნება გაგრილების ისეთივე სისტემა, როგორც დანარჩენ, ამჟამად არსებულ ვიდეო დაფებს, რომელთა კოდური დასახელებაა Red Devil. ჩუმი რეჟიმის პირობებში ვიდეო დაფა მოიხმარს 272 ვატ ენერგიას, Boost-რეჟიმში - 303 ვატს. სიხშირე 2425 მჰც აჩქარებისას Red Devil Ultimate-ს აქცევს ყველაზე სწრაფ დაფას RX 6900 XT-ის ბაზარზე. უნდა აღინიშნოს, რომ 3000 მეგაჰერცს ზემოთ დაფის აჩქარება შეუძლებელია: მწარმოებელმა კომპანიამ დააწესა ხელოვნური ბარიერი სიხშირის ზრდაზე. პორტალ overclocking.com-ზე წარმოდგენილმა BIOS-მა სიხშირე დმატებით 30 მეგაჰერცით გაზარდა. ნახევრადგამტარი პროდუქციის დეფიციტის გათვალისწინებით ვიდეო დაფის ყიდვის მსურველს არანაკლებ 2 ათასი აშშ დოლარის გადახდა მოუწევს. HYPERLINK "https://wccftech.com/powercolor-fastest-radeon-rx-6900-xt-red-devil-ultimate-graphics-card-big-navi-21-xtxh-gpu/" https://bit.ly/32c7h6j
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now