Jump to content

Recommended Posts

Posted

ელექტრომობილების ბაზარი ვითარდება არა მხოლოდ აკუმულატორების მიმართულებით - უმჯობესდება ელექტროძრავები და მასთან დაკავშირებული ელექტროტექნიკა. იაპონური კომპანია Yamaha უკვე მზადაა მომხმარებლებს წარუდგინოს კომპაქტური ელექტროძრავების ნიმუშები 469 ცხენის ძალა სიმძლავრითა და 800 ვოლტი ძაბვით. შესაძლებელია ელექტრო ჰიპერმანქანაში ერთმანეთთან დაკავშირებული იყოს ოთხი ასეთი ძრავი, შედეგად ჯამური სიმძლავრე 1877 ცხენის ძალა იქნება. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Yamaha Motor 

გამოქვეყნებული პრეს-რელიზის თანახმად, Yamaha Motor-მა შეიმუშავა ინდუსტრიაში გაბარიტების შესაბამისად უმძლავრესი ელექტროძრავი. კომპაქტურ კორპუსში მოცემულია კბილანა რედუქტორი, ინვერტერი და თავად ელექტროძრავი, გამოიყენება ქსელი 800-ვოლტიანი ძაბვით. გასული წლიდან მოყოლებული Yamaha გვთავაზობს ელექტროძრავებს საშუალო სიმძლავრით 35-დან 200 კილოვატამდე. მათი გამოყენება შესაძლებელია მოტოტექნიკასა და ელექტრომობილებში, თუმცა ახალი ძრავი ამ ტიპის ელექტროძრავების სიმძლავრის ზღვარს 350 კილოვატამდე გაზრდის. გადახურებასთან გამკლავებისთვის ელექტროძრავში გამოიყენება გაგრილების სისტემა საპოხი მასალებით.  

გასათვალისწინებელია, რომ ამგვარი ძრავები გამოყენებული იქნება სპორტული ელექტრომობილების შექმნისას. ელექტრომობილში შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს ერთიდან ოთხამდე ელექტროძრავი. ოთხივე ძრავის გამოყენების შემთხვევაში სიმძლავრე აღწევს 1400 კილოვატს, 1877 ცხენის ძალას. Yamaha-ს ახალი ელექტროძრავების პროტოტიპების დემონსტრაცია შედგება გამოფენა Automotive Engineering Exposition 2021-ზე, რომელიც მაისის ბოლოს გაიმართება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.