Jump to content

Recommended Posts

Posted

რობოტიზებული „შინაური ცხოველები“, რომლებიც აგებულია ხელოვნური ინტელექტის ალგორითმების გამოყენებით და შეუძლიათ გარკვეული ამოცანების შესრულება, მომავალში მეტა პოპულარული გახდება. ამგვარად ფიქრობენ ჩინური კომპანია Welian-ის დეველოპერები, რომელთაც შექმნეს რობოტი-ძაღლი, სახელად AlphaDog. იგი ვიზუალურად ჰგავს ამერიკული კომპანია Boston Dynamics-ის რობოტ Spot-ს. 

image.jpeg 

არსებული ცნობების თანახმად, AlphaDog-ის კონსტრუქციაში გათვალისწინებულია მუშაობისთვის აუცილებელი სენსორები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებთან ერთად მას სხვადასხვა ამოცანის შესრულების შესაძლებლობას ანიჭებს. Welian-ის განცხადებით, სამომავლო განახლებების შედეგად AlphaDog სასარგებლო გახდება მხედველობადაქვეითებული პირებისთვის, იგი ასევე შეძლებს ყეფას და პატრონის ხმოვანი ბრძანებების შესრულებას. 

image.jpeg 

დეველოპერები აღნიშნავენ, რომ AlphaDog-ს შეუძლია 15 კმ/სთ სიჩქარის განვითარება, რის შედეგად იგი გახლავთ ყველაზე სწრაფი იმ რობოტებს შორის, რომლებიც დღესდღეობით არსებობენ. იგი წონასწორობას ინარჩუნებს დარტყმისას, აგრეთვე შეუძლია დამოუკიდებლად შეაფასოს გრუნტის მდგომარეობა, რათა გადაადგილებისთვის ოპტიმალური მარშრუტი აირჩიოს. 5G ქსელან დაკავშირების შემთხვევაში რობოტი-ძაღლი შეძლებს ავტონომიურად ფუნქციონირებას. 

მჟამად AlphaDog მხოლოდ ჩინეთის ბაზარზე იყიდება, თანაც Boston Dynamics-ის ანალოგთან შედარებით ბევრად იაფი ღირს: Spot-ის ფლობის მსურველს უწევს გადაიხადოს დაახლოებით 74500 აშშ დოლარი, Welian-ის შინაური რობოტი კი მხოლოდ 2400 აშშ დოლარი ღირს. არსებული ინფორმაციით პირველ თვეში გაიყიდა AlphaDog-ის 1800 ეგზემპლარი. კომპანიის მონაცემებით, ყველაზე ხშირად რობოტ-ძაღლს ყიდულობენ სხვადასხვა მოწყობილობის შემქმნელები და ენთუზიასტები, აგრეთვე ბევრი ყიდულობს რობოტ-ძაღლს ბავშვებისთვის სასაჩუქრედ. 

  • Like 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.