Magdalena Posted April 14, 2021 Posted April 14, 2021 Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა ნულოვანი საკომისიოს მქონე ტოკენიზებული აქციების ლისტინგის შესახებ, რისი მიზანიც არის ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გაფართოება. პირველ რიგში ბირჟა დაამატებს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს (ტიკერი: TSLA) აქციებს. მომხმარებლები შეძლებენ ტოკენების შეძენა/გაყიდვას, რომლებიც კომპანიის რეალური ქაღალდების ნაწილზე ანიჭებს მათ უფლებას. გარიგების მინიმალური მოცულობა იქნება ტოკენის მეასედი, რომელიც წარმოადგენს Tesla-ს აქციების იმავე წილს. ”ტრადიციული და კრიპტოვალუტების ბაზრების დასაკავშირებლად ჩვენ ვაშენებთ კიდევ ერთ ტექნოლოგიურ ხიდს უფრო მეტად ინკლუზიური ფინანსური მომავლისკენ”, - განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ. Binance-მა პირობა დადო, რომ გააფართოვებს ვაჭრობაში არსებული ტოკენიზებული აქციების ჩამონათვალს მოთხოვნის შესაბამისად. ტრეიდერებმა უნდა გაიარონ KYC-პროცედურა, რადგანაც ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის ჩინეთის, თურქეთის, აშშ-ისა და კიდევ რამდენიმე იურისდიქციის რეზიდენტებისთვის. ბირჟამ ახალი პროდუქტი აამოქმედა საინვესტიციო კომპანია CM-Equity AG-სა და შვეიცარიულ პლატფორმა Digital Assets AG-თან ერთად. მიმდინარე წლის მარტში Binanceმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა კერძო კაპიტალის ბაზრების პლატფორმა CapBridge Financial-თან, რომელიც რეგულირდება სინგაპურის ფულად-საკრედიტო სამმართველოს მიერ. https://bit.ly/3dfbIUx 1 Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.