Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg 

Bitcoin-ბირჟა Binance-მა განაცხადა ნულოვანი საკომისიოს მქონე ტოკენიზებული აქციების ლისტინგის შესახებ, რისი მიზანიც არის ტრადიციულ ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გაფართოება.  

პირველ რიგში ბირჟა დაამატებს ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla-ს (ტიკერი: TSLA) აქციებს. მომხმარებლები შეძლებენ ტოკენების შეძენა/გაყიდვას, რომლებიც კომპანიის რეალური ქაღალდების ნაწილზე ანიჭებს მათ უფლებას. 

გარიგების მინიმალური მოცულობა იქნება ტოკენის მეასედი, რომელიც წარმოადგენს Tesla-ს აქციების იმავე წილს. 

”ტრადიციული და კრიპტოვალუტების ბაზრების დააკავშირებლად ჩვენ ვაშენებთ კიდევ ერთ ტექნოლოგიურ ხიდს უფრო მეტად ინკლუზიური ფინანსური მომავლისკენ”, - განაცხადა Binance-ის აღმასრულებელმა დირექტორმა Changpeng Zhao-მ. 

Binance-მა პირობა დადო, რომ გააფართოვებს ვაჭრობაში არსებული ტოკენიზებული აქციების ჩამონათვალს მოთხოვნის შესაბამისად. ტრეიდერებმა უნდა გაიარონ KYC-პროცედურა, რადგანაც ახალი პროდუქტი ხელმისაწვდომი არ არის ჩინეთის, თურქეთის, აშშ-ისა და კიდევ რამდენიმე იურისდიქციის რეზიდენტებისთვის. 

ბირჟამ ახალი პროდუქტი აამოქმედა საინვესტიციო კომპანია CM-Equity AG-სა და შვეიცარიულ პლატფორმა Digital Assets AG-თან ერთად. 

მიმდინარე წლის მარტში Binanceმა სტრატეგიული პარტნიორობა გააფორმა კერძო კაპიტალის ბაზრების პლატფორმა CapBridge Financial-თან, რომელიც რეგულირდება სინგაპურის ფულად-საკრედიტო სამმართველოს მიერ. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.