Jump to content

Recommended Posts

Posted

ბოლო სამი თვის განმავლობაში SpaceX-მა განახრციელა Starlink-თანამგზავრების რვა წარმატებული გაშვება - დედამიწის ახლო ორბიტაზე გაიყვანა 480 აპარატი. 6 აპრილს, ბოლო ამგვარი მისიისას SpaceX-ის პრეზიდენტმა და ოპერაციების დირექტორმა Gwynne Shotwell-მა განაცხადა, რომ გლობალური დაფარვა მიღწეული იქნება რამდენიმე თვეში. 

image.jpeg 

Satellite 2021 LEO Digital Forum-ზე სიტყვით გამოსვლისას მან აღნიშნა, რომ SpaceX იმედოვნებს ზღვარის გადალახვას რამდენიმე თვეში, როდესაც ჯამში შეასრულებს Starlink-თანამგზავრების 28 რეგულარულ გაშვებას. აღსანიშნავია, რომ 7 აპრილს შედგა 1.0 თანამგზავრების 23-ე წარმატებული გაშვება, რომელთა პირველი ნაწილი ორბიტაზე 2019 წლის ნოემბერში გავიდა. 250 კმ სიმაღლეზე გაშვებულ იქნა კიდევ 60 თანამგზავრი. 

image.jpeg 

საერთო ჯამში, ამ 17 თვეში გაშვებული 1383 თანამგზავრიდან დაახლოებით 1369 კვლავ ორბიტაზეა და მათგან სულ მცირე 1356 მუშაობს. 900-ზე მეტმა მიაღწია საბოლოო ორბიტას და მუშა მდგომარეობაშია. კიდევ 400 მათგანი იმყოფება 550 კილომეტრი სიმაღლის საექსპლუატაციო ზონიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით ქვემოთ საპარკინგე ორბიტაზე. 

image.jpeg 

SpaceX-ის დაფარვის ზონა მარტის დასაწყისისთვის (809 თანამგზავრი) 

SpaceX დაახლოებით ორი კვირის მანძილზე შეაჩერებს Starlink-ის გაშვებას, რათა მთლიანად კონცენტრირდეს პილოტირებულ Crew-2 მისიაზე. როგორც ცნობილია, Starlink-ის დაქარებულ გაშვებას კომპანია აპრილის ბოლოს დაუბრუნდება. თუკი ამ დროიდან SpaceX დაიცავს 2021 წლის პირველი კვარტლის საშუალო მაჩვენებელს და თანამგზავრებს გაუშვებს ყოველ 12 დღეში, Starlink-28-ის გაშვება შედგება დაახლოებით ივნისის ბოლოს, შესაძლოა უფრო ადრეც. ამის შემდეგ საჭირო იქნება თითოეული თანამგზავრის ფუნქციონირების შემოწმება და მათი მიღწევა სამუშაო ორბიტამდე. 

image.jpeg 

Falcon 9-ის გაშვება მისია Starlink 14-ის დროს. 14 მარტი. SpaceX 

თუკი არ მოხდება თანამგზავრების უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის მწყობრიდან გამოსვლა ან სამიზნე ორბიტაზე გასვლა მეტისმეტად დიდ დროს არ წაიღებს, SpaceX-ს ექნება საკმარისი რაოდენობის აქტიური სატელიტები (დაახლოებით 1700), რათა მოხდეს მსოფლიოს დაფარვა სატელიტური ქსელით მიმდინარე წლის მესამე კვარტალში. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.