Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ობილია, 2060 წლისთვის ჩინეთი ელოდება სათბურის გაზების ემისიის ნულამდე შემცირებას. მაგრამ ქვეყნისა და მთელი მსოფლიოს ძალისხმევა გლობალური დათბობის საფრთხის თავიდან ასაცილებლად შეიძლება წყალში ჩაიყაროს კრიპტოვალუტების მოპოვების პრაქტიკით. თუ არ იქნა მიღებული ზომები, 2024 წლისთვის ჩინეთში Bitcoin-ის მოპოვება გამოიწვევს ყოველწლიურად 130 მილიონი ტონა  ნახშირბადის  გამოყოფას. და ეს პრობლემა დაუყოვნებლივ მოგვარებას მოითხოვს. 

image.jpeg 

ნახშირბადის ემისიებზე კრიპტოვალუტების მოპოვების გავლენის შესახებ კვლევა ჩაატარეს ცინჰუას უნივერსიტეტისა და ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერებმა. ჩინეთში Bitcoin-ის მოპოვებასთან დაკავშირებული ვითარების მოდელირებისა და მათემატიკური ანალიზის შემდეგ გაირკვა, რომ 2024 წელს კრიპტოვალუტის მოპოვებაზე 296.59 ტერავატი/სთ ელექტროენერგია დაიხარჯება. ელექტროენერგიის ასეთი მოცულობის წარმოსაქმნელად საჭირო იქნება იმდენი წიაღისეული საწვავის დაწვა, რომელიც ატმოსფეროში 130.5 მილიონ ტონა ნახშირბადს გამოყოფს. 

მკვლევარების აზრით, ამ ვითარებაში მხოლოდ ნახშირბადზე გადასახადების დაწესება საკმარისი არ არის. მაინერები არ შეწყვეტენ ელექტროენერგიის გამოყენებას. ასეთ შემხვევაში საჭირო იქნება ელექტროენერგიის მოხმარების რესტრუქტურიზაცია და კრიპტოვალუტების მოპოვებისას „მწვანე“ ენერგიაზე გადასვლა. ამგვარი ამოცანის მოგვარება მხოლოდ ცენტრალურ ხელისუფლებას შეუძლია. 

ღვნიშნავთ, რომ დღესდღეობით ჩინეთი ლიდერია Bitcoin-ის მოპოვებაში. წყაროების ინფორმაციის თანახმად ამ ქვეყანაზე მოდის ამ კრიპტოვალუტის მოპოვების ქსელის სიმძლავრის 75%. ამას ხელს უწყობს იაფი ელექტროენერგია და შესაბამისი აღჭურვილობების მწარმოებელ კომპანიებთან სიახლოვე. ჩინეთში კრიპტოვალუტის მოპოვების შედეგად ნახშირბადის გამონაბოლქვი ყველაზე ძიერი იყო 182 ქალაქსა და 42 საწარმოო სექტორს შორის. და თუ ეს მდგომარეობა როგორმე არ შეიზღუდება, არა მხოლოდ ჩინელებს მოუწევთ „ნაჭრის ნიღბის მიღმა სუნთქვა“. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.