Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

RDNA2 არქიტექტურის ბაზაზე დამყარებული პროფესიონალური ვიდეო დაფა AMD Radeon Pro-ს პირველი ფოტოები გამოქვეყნდა ჩინურ ფორუმ ChipHell-ზე. ახალ AMD Radeon Pro-ში შენარჩუნებულია ლურჯ-ვერცხლისფერი სქემა და ორსლოტიანი სისტემა ტურბინიანი გაგრილებითა და სითბური კამერით. მხოლოდ გარსზეა შესაძლებელი მცირე ცვლილებების შემჩნევა. 

image.jpeg 

image.jpeg 

წყარო: ChipHell 

ვიდეო დაფის უკანა მხარეს შეიმჩნევა რამდენი სტიკერი, რომლებიც გვაცნობებს, რომ მოდელი დაფუძნებულია GLXL A1გრაფიკულ პროცესორზე, რაც მიუთითებს Navi 21 ჩიპზე, თუმცა დაზუსტებული არ არის კონკრეტული კონფიგურაცია. გეიმინგ სეგმენტის მოდელებისთვის AMD-მ წარადგინა Navi 21-ის სამი ვარიანტი: XTX, XT და XL. ეს უკანასკნელი ხასიათდება გამომთვლელი ბლოკების გაცილებით ნაკლები რაოდენობით (80-ის ნაცვლად 72) და ნაკლები Infinity Cache-ით (128 მბ-ს ნაცვლად 96 მბ). კვება უზრუნველყოფილია ორმაგი 8-პინიანი კონექტორის მეშვეობით. 

ვიდეო დაფას აქვს Samsung-ის 16 გბ მეხსიერება, სალტის სიგანე იგივეა - 256 ბიტი. წინასწარი შეფასებების თანახმად მოდელი კონკურენციას გაუწევს NVIDIA Ampere-ს პროფესიონალური ხაზის უმცროს წარმომადგენელს, რომელიც სავარაუდოდ  იქნება RTX A4000 მოდელი 16 გბ მეხსიერებით. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.