Jump to content

Recommended Posts

Posted

ციფრული დისტრიბუციის ონლაინ სერვის Steam-მა გამოაქვეყნა მარტის თვის აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმოხილვა. ჩანს, რომ AMD-მ კიდევ ერთხელ მცირედით შეამცირა Intel-ის პროცესორების წილი ბაზარზე. გასულ თვეში შეინიშნა AMD-ის პროცესორების შესყიდვის წილის ზრდა, რაც არც ისე დიდი იყო: +0,18%, რის შედეგად გამოყენებული პროცესორების წილის საერთო მაჩვენებელმა შეადგინა AMD-ის შემთხვევაში 28.84%, Intel-ისა და კი - 71.16%. 

image.jpeg 

სტატისტიკის თანახმად, Windows PC გეიმერები აგრძელებენ AMD-ზე გადასვლას, როგორც ჩანს მათ Intel-ის აღჭურვილობას Ryzen არჩიეს. მათ შემთხვევაში კი, ვინც Steam-ის გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს ოპერაციულ სისტემა Linux-ზე მომუშავე კომპიუტერებით, ვითარება განსხვავებულია: Intel ფაქტობრივად +0,19% წილს იღებს თვეში მიუხედავად იმისა, რომ თავად Linux-ის შემქმნელმა ლინუს თორვალდსმა ცოტა ხნის წინ საჯაროდ მიანიჭა უპირატესობა Ryzen ჩიპებს და აღტაცება გამოხატა ამ მოწყობილობების სიმძლავრესთან დაკავშირებით. 

image.png 

მიმდინარე თვე მეტად მნიშვნელოვანი და რთული იქნება AMD-სთვის იმ კუთხით, რომ ახალი Intel Rocket Lake ახლახანს გამოვიდა და ნეგატიური გამოხმაურებების მიუხედავად ისინი მასაში მაინც პოპულარობით სარგებლობს. ამას ემატება ხელმისაწვდომობის პრობლემაც: რადგანაც AMD ჯერ კიდევ ცდილობს დააკმაყოფილოს Ryzen 5000 სერიაზე არსებული მოთხოვნა, ხელმისაწვდომი Intel Rocket Lake ალტერნატივას წარმოადგენს მათთვის, ვინც იმედგაცრუებულია AMD-ის ჩიპების ლოდინით. 

Posted

ეგ სტიმის სტატისტიკა სასტიკაც აცდენილია რეალობას. ნუ ვინც linux-ს იყენებთ და სტიმს დაწერეთ ერთი რამდენჯერ ამოგიგდოთ survey? მე აგერ ბოლო 8 წელში სულ ერთხელ ამომიგდო :D windows-ზე კიდევ საკმაოდ ბევრს კიდია ეგ survey და არც იღებენ მონაწილეობას.

nvidia-ს დრაივერებზეც ქონდათ ეჭვი steam survey-ს ატრიგერებსო. იყო მაგაზე feedback AMD-ს gpu-ს დაყენებისას არ აგდებდაო hardware-ს შეცვლისას და არც მერე თვეებიო და nvidia-ს დაყენებისას გახსნისთანავე აგდებდაო survey-ს.

ჩემი აზრით steam survey საკმაოდ არაზუსტ ინფორმაციას იძლევა, ნუ ისეთს არა რომ მსჯელობად მაინც ღირდეს.

Posted

გარკვეული რასხაჟდენიები ყოველთვის იქნება მასეთ აპროსებში, მაგრამ თუ ისე ანგარიშობენ მე როგორც ვფიქრობ და მანდ დარჩენილია 8-7 წლის უკანდელი ხარდიც, მათ შორის საოფისე დესკტოპები და ოხრათ ნოუტბუკები, რაზეც ძირითადათ დენისკინის დროინდელ იგრებს და უბრალო გრაფიკიან ახალი თამაშებს თამაშობენ ამრტო, მაშინ საკმაოთ ახლოს იქნება რეალობასთან ეგ სტატისტიკა, ისე ვერც ეხლა გაიზრდება ამდ ბაზრის წილი, რახან 18% იყო მანამდე, თუ რეალური არაა არ გაიზრდებოდა არც ეგ, ვირტუალურ პროცესორის ბაზრის წილის სტატისტიკასაც ბოლომდე ვერ ენდობი რახან ბანალურათ ყველა სისტემა მანდ არაა დაბენჩილი და ეგენი ბენჩების მიხედვით ადგენენ მაგ ბაზრის წილსაც და ცვლილებებიც მაგის მიხედვით ხდება, მანდ ძალზე დიდი ბაზრის წილი ჩინურ ინტერნეტ კაფეებს უკავიათო და მაგაზე მიდიოდა ხშირათ კამათი რამდენათ სწორ ინფორმაციას აწვდიან და ორჯერ ხომ არაა ზოგიერთი სისტემა შეყვანილი, მანდ კიდე ოხრათ ინტელები და 1060 კარტები იყო თავის დროზე შეძენილი, მაგიტომაც უკავია ალბათ მაგ ძველ კარტას დღემზე საკმაოთ მაღალი ბაზრის წილი სტიმზე

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.