Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

როგორც პორტალ Tom's Hardware-მა გაარკვია, NVIDIA RTX Voice ტექნოლოგია უკვე ფუნქციონირებს GeForce GTX 600 სერიის ვიდეო დაფებში. NVIDIA-მ ტექნოლოგიის მხარდაჭერა GTX მოდელებზე დაამატა 410.18 ვერსიის დრაივერებით. ეს ნიშნავს იმას, რომ ტექნოლოგია გაუხმაურებლად იქნა დანერგილი GeForce GTX სერიაში და ალბათ ვერც შეამჩნევდნენ, რომ არა Tom's Hardware-ის სტატია. NVIDIA-ს წარმომადგენელმა მანუელ გუსმანმა დაადასტურა, რომ RTX Voice ტექნოლოგია GTX სერიაში რამდენიმე თვის წინ იქნა ჩასმული, როდესაც გამოვიდა ახალი პროგრამული უზრუნველყოფა RTX Broadcast. 

NVIDIA RTX Voice ერთი წლის წინ გამოვიდა. ეს ტექნოლოგია იყენებს ხელოვნური ინტელექტის სპეციალურ ალგორითმს, რომელიც ამცირებს ფონურ ხმაურს და, შედეგად, აუმჯობესებს ხმის ხარისხს. თავდაპირველად NVIDIA ამტკიცებდა, რომ RTX Voice იყენებდა Tensor ბირთვებს, მაგრამ მალევე გაირკვა, რომ ეს ტექნოლოგია იმუშავებს როგორც RTX-ისგან განსხვავებულ GPU-ებთან, ასევე Windows 7 ოპერაციულ სისტემასთან. საბოლოოდ NVIDIA-მ უარი თქვა ხელოვნურ შეღუდვებზე და ამჟამად ტექნოლოგია ხელმისაწვდომია ყველა იმ GeForce ვიდეო დაფაში, რომლებიც დაფუძნებულია მინიმუმ Geforce GTX 600 ჩიპებზე. 

image.png 

ახალი პროგრამული უზრუნველყოფა RTX Broadcast წარმოადგენს RTX Voice-ის შთამომავალს. არსებობს ინფორმაცია, რომ NVIDIA აღარ განაახლებს RTX Voice პროგრამას, რადგან ის უკვე ინტეგრირებულია Broadcast-ის პროგრამული უზრუნველყოფის სტეკში. 

ვებ-გვერდ TechPowerUP-მა შეისწავლა ხსენებული ტექნოლოგია და ყველა მსურველს სთავაზობს სრულფასოვან მიმოხილვას, მათ შორის მრავალრიცხოვან დემოებს სხვადასხვა მიკროფონით და სცენარით. ასევე აღინიშნა, რომ ტექნოლოგია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს წარმადობაზე, განსაკუთრებით კი ისეთ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი აირჩევს შემავაი და გამომავალი ხმის ფილტრაციას. ჯამში მომხმარებლები, რომელთაც ამ ტექნოლოგიის გამოყენება სურთ, მად უნდა იყვნენ  8%-დან 20%-მდე წარმადობის კარგვისა და მოხმარებული ენერგიის 30 ვატით მომატებისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.