Jump to content

Recommended Posts

Posted

ონლაინ წყაროების მტკიცებით, წელს გამოსულ მინიმუმ ერთ განახლებულ iMac-ს ექნება უფრო დიდი ეკრანი, ვიდრე Apple-ის სხვა კომპიუტერებს. 

image.jpeg 

ამჟამად Apple ყიდის iMac-ს 21.5- და 27-უიმიანი ეკრანებით. არაოფიციალური ცნობების თანახმად, მიმდინარე წელს კომპანია მათ ჩაანაცვლებს მნიშვნელოვნად გადაკეთებული კომპიუტერებით, რომლებიც დაფუძნებული იქნება საფირმო ARM ჩიპსეტებზე. აღსანიშნავია, რომ Apple-ის all-in-one-ის დიზაინი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა 2012 წლის შემდეგ. 

image.jpeg 

ონლაინ წყარო l0vetodram-ის ინფორმაციი ახალ მოდელს, რომელიც 27-დუიმიან iMac-ს ჩაანაცვლებს, ექნება კიდევ უფრო დიდი დისპლეი. დასაშვებია ვარაუდი, რომ ეკრანის ირგვლივ არსებული საკმაოდ მსხვილი ჩარჩოს მოშორების შედეგად გახდება შესაძლებელი ურო დიდი დისპლეის მიღება ისე, რომ ზოგადი გაბარიტები არ გაიზარდოს. შეგახსენებთ, ჯერ კიდევ გასულ წელს ამტკიცებდა უამრავი ინტერნეტ წყარო, რომ განახლებულ iMac-ს ექნება დიზაინი, რომელშიც გაერთიანებული იქნება პლანშეტ iPad Pro-სა და მონიტორ Pro Display XDR-ის მახასიათებლები. ეს ინფორმაცია ცოტა ხნის წინ დაადასტურა გამომცემლობა Bloomberg-მა, რომელიც ამტკიცებს, რომ ახალი iMac-ები გამორჩეული იქნება ვრილი ჩარჩოებით და აღარ ექნებათ ლითონის ქვედა პანელი ეკრანის ქვემოთ. ასევე შესაძლებელია ვარაუდი, რომ ყველაზე დიდ iMac-ს ექნება 32-დუიმიანი დისპლეი, ასევე ვრცელდება ცნობები, რომ განახლებული მოდელები სხვადასხვა ფერში იქნება წარმოდგენილი. 

image.jpeg 

გარდა ახალი დიზაინისა, Apple-ის ახალი all-in-one მიიღებს რადიკალურად გადაკეთებულ აპარატულ პლატფორმას. საუბარია საფირმო ARM ჩიპებზე, მაგრამ ალბათ ეს არ იქნება შარშანდელ Apple M1. Bloomberg-ის თანახმად, Apple ახდენს სრულიად ახალი პროცესორების ტესტირებას, რომელთაც ექნება 16 მაღალი წარმადობის მქონე და ოთხი ენერგოეფექტური ბირთვი. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.