Jump to content

Recommended Posts

Posted

IBM დაამონტაჟებს კერძო სექტორისთვის განკუთვნილ პირველ კვანტურ კომპიუტერ IBM Quantum System One-ს შეერთებულ შტატებში. იგი განთავსებული იქნება კლივლენდის კლინიკის მთავარ კამპუსში, ოჰაიოში. კვანტური კომპიუტერი ამოქმედდება IBM-ისა და კლივლენდის კლინიკის ათწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, რათა შეიქმნას ერთობლივი კვლევითი ცენტრი, რომელიც დააჩქარებს აღმოჩენებს ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებებში მაღალი წარმადოის ჰიბრიდული ქლაუდ-კომპიუტერების, ხელოვნური ინტელექტისა და კვანტური გამოთვლების გამოყენებით. 

image.jpeg 

ლოკალური კვატური სისტემა System One-ის პარალელურად კლივლენდის კლინიკას ასევე წვდომა ექნება IBM-ის კომპიუტერულ ცენტრთან, რომელიც ოცზე მეტი კვანტური სისტემისგან შედგება. ახალი ცენტრი Discovery Accelerator ჩაატარებს კვლევებს გენომიკაში, ინდივიდუალური უჯრედების ტრანსკრიპტომიკაში, საზოგადოებრივ ჯანმრთელობის სფეროში, კლინიკურ პრაქტიკაში, აგრეთვე ახალი ქიმიკატების და წამლების შემუშავებაში. 

კვანტური კომპიუტერი System One კომპანიამ 2019 წელს წარადგინა. ამჟამად მისი ყველაზე მძლავრი კვანტური კომპიუტერი შეიცავს 65 კუბიტს. მიმდინარე წელს IBM გეგმავს გამოუშვას 127-კუბიტიანი პროცესორი IBM Quantum Eagle. 2023 წელს კი წარადგენს პირველ კვანტურ სისტემებს 1000-ზე მეტი კუბიტით და კლივლენდის კლინიკა კერძო მომხმარებლებიდან პირველი მიიღებს ამგვარ სისტემას. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.