Jump to content

Recommended Posts

Posted

Apple-ი წინააღმდეგ ჯგუფურ სასამართლო პროცესში აშშ-ი ფედერალურმა მოსამართლემ დაადგინა, რომ კომპანიამ კუპერტინოდან შეგნებულად გაყიდა დეფექტიანი Mac-კომპიუტერები. პრეტენზია ეხება MacBook Pro- გაუმართაობას - ქვედა ნაწილის განათება იძენს სცენური ნათების სახეს, შემდეგ კი საერთოდ გამოდის მწყობრიდან. 

image.jpeg 

სასამართლომ პირობა დადო, რომ გამოიძიებდა წაშალა თუ არა Apple-მა ფორუმზე ჩივილებთან დაკავშირებული შეტყობინებები. თავდაპირველად Apple-მა უარი თქვა წუნდებული სისტემების საგარანტიო მომსახურებაზე, შემდეგ კი გამოუშვა პროგრამა Display Backlight Service Program, რომელიც მოაგავრებ პრობლემას 13-დუიმიან მოდელებზე, მაგრამ გამორიცხა 15-დუიმიანი მოწყობილობები. მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ Apple-მა არ გააფრთხილა მომხმარებლები და შეგნებულად გააგრძელა დეფექტიანი 15-დუიმიანი მოდელების გაყიდვა. 

კალიფორნიის ფედერალური სასამართლო თვლის, რომ კომიუტერების ინტენსიური ტესტირებისას მოყობილობების ბაზარზე გამოშვებამდე Apple უნდა გაფრთხილებულიყო. სასამართლოს აზრით, კომპანიამ იცოდა პრობლემის არსებობა, როდესაც MacBook-ებს ყიდიდა. 

image.jpeg 

iFixit-ის სპეცილისტებმა დაადგინეს პრობლემის არსი - Apple გადავიდა გაცილებით თხელ შლეიფებზე, შედეგად მალე ხდება კომპონენტების ცვეთა: თავდპირველად ჩნდება ე.წ „სცენური ნათება“, საბოლოოდ კი სრულიად ითიშება განათება. როდესაც მოწყობილობები პირველად გამოვიდა (გამოიყენება 2016 წლიდან), ისინი ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა როგორც ყოველთვის, ეშმაკი დეტალებში იმალება. 

მასთან, თავად შლეიფი მხოლოდ 6$ ღირს, თუმცა Apple-ის მიერ გამოყენებული დისპლეის კონსტრუქცია მისი შეცვლის საშუალებას არ იძლევა. ეკრანი მაქსიმალურად თხელი რომ ყოფილიყო, კომპანიამ სადენები ეკრანის ნაწილად აქცია, ამიტომ მათი ჩანაცვლება შეუძლებელია ეკრანის მთლიანი ბლოკის შეცვლის გარეშე. შედეგად, 6-დოლარიანი პრობლემა 600 აშშ დოლარიან კატასტროფად იქცევა. 

სარჩელში Apple-ს ასევე ბრალი ედება მხარდაჭერის ფორუმებიდან საჩივრის შემცველი შეტყობინებების წაშლაში. კომპანია, როგორც ჩანს, ასეთ შემთხვევებს არ უარყოფს, მაგრამ ირწმუნება, რომ მათ საქმესთან კავშირი არ აქვთ. სასამართლო ამას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ ეს მოწმობს ფაქტს: Apple-მა იცოდა დეფექტიანი კონსტრუქციის არსებობის შესახებ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.