Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

კრიპტო ბანკ Galaxy Digital-ის დამფუძნებელმა მაიკ ნოვოგრაცმა CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია აუცილებლად მიაღწევს და გადააჭარბებს ოქროს მთლიან საბაზრო ღირებულებას. 

ინვესტორი შოკირებულია ციფრული აქტივების მიღების ტემპით. მან ასევე აღიარა, რომ მისი  წინა პროგნოზი პირველი კრიპტოვალუტის ფასის შესახებ - 60 ათასი აშშ დოლარი -  მეტად კონსერვატიული იყო. 

„Bitcoin-ს გარდაუვალი გზა უჭირავს იმისკენ, რომ მიაღწიოს და გადააჭარბოს ოქროს კაპიტალიზაციას“ - განაცხადა ნოვოგრაცმა. 

სერვის CompaniesMarketCap-ის თანახმად ოქროს მთლიანი საბაზრო ღირებულება 10.8 ტრილიონი აშშ დოლარია. CoinGecko-ს თანახმად, პირველი კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია 1.1 ტრილიონ აშშ დოლარს აჭარბებს. 

შეგახსენებთ, რომ თებერვალში ნოვოგრაცმა 2021 წლის ბოლოსთვის Bitcoin-ის ფასის 100 ათას აშ დოლარამდე ზრდა იწინასწარმეტყველა, თუკი სხვა კომპანიები Tesla-ს მაგალითს მიჰყვებიან - ელექტრომობილების მწარმოებელმა განახორციელა ციფრულ ოქროში 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირება. 

მარტის ბოლოს პოპულარულმა კრიპტო ანალიტიკოსმა ვილი ვუმ Bitcoin-ის ახლა გაყიდვას  სისულელე უწოდა. მისი აზრით, 2021 წელს პირველ კრიპტოვალუტას ელის საბოლოო „ხარული აფეთქება“ სამწლიანი ზრდისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.