Magdalena Posted April 3, 2021 Posted April 3, 2021 ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) წარმოადგინა რობოტი-სპელეოლოგი DAEDALUS, რომელიც უახლოეს მომავალში შეისწავლის მთვარეზე არსებულ გამოქვაბულებს. გამოქვაბულები განიხილება, როგორც ადგილები, სადაც მომავალი მისიების მონაწილეები შეძლებენ თავი შეაფარონ მთვარის მკაცრ პირობებს, ასევე როგორც ნედლეულის წყაროები - პირველ რიგში ყინულის, რომელიც საჭიროა წყლის მოსაპოვებლად და სარაკეტო საწვავის შესაქმნელად. მთავარი პრობლემა ის არის, რომ უმეტეს გამოქვაბულში შესასვლელები ვერტიკალური ჭრილებია, რომლებიც ჩვეულებრივი როვერებისთვის მიუწვდომელია. მაგრამ ქალაქ ვიურცბურგის იულიას-მაქსიმილიანის უნივერსიტეტის ინჟინრების მიერ შემუშავებული DAEDALUS რობოტი შეძლებს გაუმკლავდეს ამ ამოცანას. როდესაც მთვარის ზედაპირს მიაღწევს, DAEDALUS მოცილდება ტრანსპორტერ მანქანას და გამოუშვებს სპეციალურ საცეცებს. მათი მეშვეობით იგი შეძლებს გადაადგილებას, ასევე დაბრკოლებების გადალახვას და მთვარის ქანების ანალიზს. ამასთან, იგი ზედაპირთან დაკავშირებული იქნება სპეციალური საბელით, რომელიც გარდაიქმნება Wi-Fi მიმღებად და უზრუნველყოფს დედამიწასთან კავშირს. ლიდარის გამოყენებით რობოტი შეადგენს გამოქვაბულის 3D-მოდელს, აგრეთვე გაზომავს ტემპერატურასა და რადიაციის დონეს. ამ დროისთვის სენსორებისა და გადაადგილების სისტემების შესამოწმებლად სამი DAEDALUS პროტოტიპია აწყობილი. მეოთხე უკვე ბევრად უფრო ფუნქციონალურია და წარმოადგენს კომპაქტურ მოწყობილობას დამატებითი ფუნქციების ნაკრებითა და მაღალი ავტონომიურობით. https://bit.ly/3ftbb2E
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now