Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია MSI-მ წარადგინა ახალი თაობის გეიმინგ დესკტოპ კომპიუტერი MEG Aegis Ti5 11th: მოწყობილობის განსაკუთრებული მახასიათებელია უჩვეულო ფუტურისტული დიზაინი, ამასთან, კომპიუტერი უზრუნველყოფს წარმადობის მაღალ დონეს. 

image.jpeg 

პერსონალური კომპიუტერის კორპუსი გარეგნულად უცხოპლანეტურ ჩაფხუტს მოგვაგონებს. „თავისი დიზაინით კომპიუტერი MEG Aegis Ti5 გამოდის არსებული სტანდარტების ჩარჩოდან და მომავალს შეესაბამება. მისი ფორმა და ფერი გამოხატავს სიჩქარის იდეას - ეს მძლავრი კომპიუტერი გეიერებს ახალ, დასამახსოვრებელ გამარჯვებებამდე მიიყვანს მათ საყვარელ თამაშებში ”, - აცხადებს MSI. 

მოწყობილობას აქვს Intel-ის Rocket Lake თაობის პროცესორი. მაქსიმალური კონფიგურაცია მოიცავს Core i9-11900K ჩიპს რვა ბირთვით და 16 ნაკადით. საბაზისო ტაქტის სიხშირე შეადგენს 3.5 გჰც-ს, ტურბო-სიხშირე - 5.3 გჰც-ს. 

DDR4-3200 ოპერატიული მეხსიერების მოცულობა 128 გბ-ია. შესაძლებელია განთავსდეს M.2 2280 ფორმატის ოთხი SSD, ერთი 3.5-დუიმიანი და ორი 2.5-დუიმიანი სანახი სივრცეები. 

image.jpeg 

გრაფიკული ქვესისტემის შემადგენლობაში შედის Nvidia-ს დისკრეტული ამაჩქარებელი - GeForce RTX 3090 მოდელამდე. ხელმისაწვდომია Wi-Fi 6 და Bluetooth 5.1 ადაპტერები, ინტერფეისები - USB 3.2 Gen2 Type-C, USB 3.2 Gen2 Type-A, Thunderbolt და ა.შ 

მოწყობილობის ზომაა 551 × 239 × 511 მმ, წონა - 15 კგ. ფრონტალურ ნაწილზე მოცემულია სპეციალური რეგულატორი კომპიუტერის პარამეტრების სწრაფი მართვისთვის. დაყენებულია ოპერაციული სისტემა Windows 10 Pro.  

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.