Jump to content

Recommended Posts

Posted

დღეისათვის ონლაინ-თამაშები გახდა კომპიუტერული გართობის მილიონობით მოყვარულის თავშესაფარი. ამავდროულად, ასობით პოპულარული პროექტია, რომელთაგან თითოეულს აქვს საკუთარი ისტორია და ჰყავს ასიათასობით ერთგული გულშემატკივარი. Anti-Defamation League-ის თანახმად, გეიმერების საშუალოდ 22% ტოვებს საყვარელ პროექტებს, რადგან მათ არ შეუძიათ შეგუონ სხვა მომხმარებლების მხრიდან შეურაცხყოფა. ბევრი ირწმუნება, რომ მათ ეპყრობიან უხეშად და პროვოკაციულად. 

ვითარება განსაკუთრებით რთულია უმცირესობების წარმომადგენლებისთვის. მაგალითად, ჩინურ პროექტებში ეჭვით უყურებენ ევროპელებს, ევროპულებში - ჩინელებს. Anti-Defamation League-ის წარმომადგენლები აფიქსირებენ კვლევას სქესისა და სქესობრივი მიკუთვნებულობის მხრივ. აგრეთვე, მეტისმეტად დახურულ ქომიუნითიებში მიღებულია დამწყებებისთვის მდგომარეობის გართულება. მსგავსი ვითარებაა პრაქტიკულად ყველა თამაშში, ეფექტური გამოსავალი კი არ არსებობს. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგ პლატფორმაზე (მაგალითად Steam-ზე) შემუშავებულია ფილტრები, რომელთა მიზანია ნებისმიერი ფორმის უხამსობისა და შეურაცხყოფის გაფილტვრა. მაგრამ ჯერჯერობით ისინი მხოლოდ ტექსტური ჩათვებით შემოიფარგლებ და ვერ კონტროლდება ხმოვან ნაკად. 

image.jpeg 

ცნობილი გახდა, რომ Intel მუშაობს პროგრამა Bleep-ზე, რომელიც ემყარება მაღალი წარმადობის ხელოვნურ ინტელექტს. მას შეუძლია რეალურ დროში დაამუშაოს საუბარი და დაბლოკოს აკრძალული სიტყვები და ფრაზები მანამდე, სანამ მათ თანამოსაუბრე მოისმენს. ალგორითმი დაეფუძნება ე.წ. „საუბრის ტემპერატურას“, მთელი ხმოვანი ნაკადი თავდაპირველად იქცევა ტესტად, რის შემდეგ კი მოხდება ცალკეული სიტყვების ან მთლიანი ფრაზები დაბლოკვა. 

Intel-ს ჯერჯერობით არ წარუდგენია ახალი პროგრამა მოქმედებისას. ხელმისაწვდომი იქნება მექანიკურ რეგულირების შესაძლებლობა მომხმარებლებისთვის: ისინი თავად შეძლებენ დაარეგულირონ ტოქსიკურობის დონე. მაგალითად, თუ თქვენი თანამოსაუბრის ნორმატიული ლექსიკა გაკმაყოფილებთ, შეგეძლებათ გამორთოთ პროგრამა, ან გაააქტიუროთ მინიმალური ფილტრაცია. ამგვარი რამ ნებისმიერ გეიმერს საშუალებას მისცემს გააკონტროლოს კომუნიკაცია ქსელში, რაც შეამცირებს დაძაბულობას და გააუმჯობესებს მიკროკლიმატს ჩატში. 

ხსენებული ტექნოლოგია ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა. მას შემდეგ მის შესახებ ცნობილი არაფერი იყო, ცოტა ხნის წინ კი Intel ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ Bleep ტესტირების სტადიაშია და შეიძლება გამოვიდეს მიმდინარე წელსვე. სამწუხაროდ, ამ საკითხზე უფრო ზუსტი მონაცემები ცნობილი არ არის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.