Jump to content

Recommended Posts

Posted

ARM-მა განაცხადა, რომ ისეთი შესაძლებლობები, როგორებიცაა რეითრეისინგი და შეიდინგი ცვლადი სიქარით - მალე ხელმისაწვდომი გახდება არა მხოლოდ პერსონალური კომპიუტერების მომხმარებლებისთვის. კომპანიამ დააანონსა არქიტექტურა ARM v9, რომელიც უზრუნველყოფს წარმადობის 30%-იან ზრდას აქტუალურ ARM v8 არქიტექტურასთან შედარებით, აგრეთვე ახალ ფუნქციებს, რომლებიც რეალიზებულია აპარატულ დონეზე. 

image.jpeg 

ახალ არქიტექტურის ბაზაზე შექმნილი პირველი ჩიპები მიმდინარე წელსვე გამოვა. ARM V9-ს ექნება ინსტრუქციების ნაკრები SVE2 ხელოვნური ინტელექტისთვის, რისი წყალობით მნიშვნელოვნად გაფართოვდება გამოსახულების დამუშავების შესაძლებლობები. კომპანია აღნიშნავს, რომ უახლოეს წლებში იგეგმება ხელოვნური ინტელექტის ახალი შესაძლებლობების დამატება Mali და NPU Ethos გრაფიკულ ჩიპებში. 

ARM v9 არქიტექტურაზე დაფუძნებული პროცესორები გამოირჩევიან Realms-ის მხარდაჭერით. ეს არის აპარატული კონტეინერი, რომელიც შექმნილია ვირტუალური მანქანებისა და პროგრამების დასაცავად. მისი თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის შეძლებს უზრუნველყოს თითოეული ვირტუალური მანქანის და თითოეული ინდივიდუალური პროგრამის აბსოლუტური იზოლაცია ერთმანეთისგან. Realms დაიცავს მონაცემებს მაშინაც კი, თუ სმარტფონის ოპერაციული სისტემა დარღვეულია. 

image.jpeg 

ARM v9 არქიტექტურის დებიუტი შედგება ბირთვ Matterhorn-ში, რომელიც გახდება გასულ ელს გამოსული Cortex-X1-სა და Cortex-A78 ბირთვების შთამომავალი. სამომავლოდ მას ჩაანაცვლებს ბირთვი Makalu. ARM-ის განცხადებით, სწორედ მას ექნება 30%-იანი წარმადობის ზრდის მაჩვენებელი. მიიჩნევა, რომ ჩიპმეიკერების მზა პროდუქტები წარმოდგენილი იქნება კიდევ უფრო მეტი წარმადობით. უნდა აღინიშნოს, რომ 2021 წელს შედგება სრულიად ახალი Mali გრაფიკის დებიუტიც. 

image.jpeg 

ARM მიიჩნევს, რომ ახალი არქიტექტურა საფუძვლად დაედება მობილური პროცესორების აბსოლუტურ უმრავლესობა მომდევნო ათი წლის განმავლობაში. MediaTek-მა უკვე გამოაცხადა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს გამოუშვებს თავის პირველ, ARM v9 არქიტექტურაზე დაფუძნებულ ჩიპებს. სავსებით სარმუნოა, რომ 2021 წელს Samsung-ის, Qualcomm-ისა და Apple-ის მიერ წარმოებულ მსგავს პროცესორებსაც ვიხილავთ. სავარაუდოდ, ახალი არქიტექტურის შესაძლებლობების მოსინჯვა შესაძლებელი იქნება შემდეგი თაობის ფლაგმანურ სმარტფონებზე. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.