Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

პანდემიამ, ბუნებრივმა და ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა უკვე გამოიწვია ელექტრონული კომპონენტებისა და მზა პროდუქტების დეფიციტი - ვიდეო დაფებიდან დაწყებული - უახლესი თაობის სმარტფონებით, გეიმინგ კონსოლებით და, რა ქმა უნდა, კომპიუტერებით დამთავრებული. Taiwan Economy Daily-ს თანახმად Acer და Asus იძულებულნი არიან უახლოეს მომავალში ფასები გაზარდონ ლეპტოპებზე. ფასი მიმდინარე წლის მეორე კვარტალში საშუალოდ 5-10%-ით მოიმატებს. 

მრიგად, მაკომპლექტებლებზე ფასების ზრდის ტალღამ მზა პროდუქტებამდეც მიაღწია. გარდა ამისა, ზოგიერთ ქვეყანაში ფასების მატებაზე გავლენას ახდენს ვალუტის კურსის რყევები. საინფორმაციო მედიის მონაცემებით, ზემოთხსენებული კომპანიების ლეპტოპების კომპონენტების დეფიციტი შესამჩნევი გახდება მეორე კვარტლიდან. 

რსებული ცნობების თანახმად, ამჟამად Acer-ს შეუძლია მომხმარებლების სამიდან ერთი მოთხოვნის დაკმაყოფილება. ანალოგიური პრობლემის წინაშეა კომპანია Asus-იც - შეთავაზების დეფიციტი შეადგენს 25-30%-ს. 

ინდუსტრიის ექსპერტების შეფასებით, „ახლო მომავალში მოთხოვნა კვლავ შეთავაზებაზე მეტი იქნება“, ლეპტოპების ფასების კორექტირება კი განხორციელდება კომპონენტების მომარაგების ღირებულების გათვალისწინებით. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.