Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

საგადახდო სისტემა Visa მომხმარებლებს საშუალებას მისცემს გამოიყენონ კრიპტოვალუტა USD Coin - წერს Reuters. 

საპილოტე პროგრამა ამოქმედდა კრიპტო პლატფორმა Crypto.com-თან ერთად. წლის ბოლოს Visa-მ უნდა განახორციელოს შეძენა და გადახდა USD Coin-ის გამოყენებით უფრო მეტი პარტნიორისთვის. 

USD Coin (USDC) - ეს არის სტაბილური ციფრული ვალუტა, რომელიც დოლართან არის დაკავშირებული. თუ მომხმარებელი გადაწყვეტს გამოიყენოს Visa კრიპტო ბარათი, რომ გადაიხადოს ფინჯანი ყავის საფასური, საფულეში შენახული კრიპტოვალუტა დაკონვერტირდება ტრადიციულ ფულად. 

როგორც Reuters-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსები განმარტავენ, Visa-ს გადაწყვეტილება USD Coin-თან მუშაობის შესახებ ნაკარნახევია იმით, რომ მსხვილმა საფინანსო კომპანიებმა თავიანთ საქმიანობაში უკვე გამოიყენეს კრიპტოვალუტები. ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ისინი მალე საინვესტიციო პორტფელის მუდმივი ნაწილი გახდებიან. 

 

Posted

ბოლო ფასის გაზრდას მაგას აბრალებენ, თუმცა სერიოზული მატება ჯერ არ დაფიქსირებულა, 59500$ ავიდა ბიტკოინზე ჯერ მარტო და 1865$ ეთერეუმზე, მეორე მხრივ რაც იყო 1 კვირის უკან მაგას საკმაოთ ჯობია ეგ ბოლო კურსი, ეხლა მცირე დროპები დაიწყო ისევე, უფრო კორექციას გავს ვიდრე უფრო სერიოზულ დაგდებას თუმცა ჯერ არ ჩანს ბოლომდე ავა თუ არა ახლო მომავალში კურსი 60000$ მაინც ან მაგაზე ზევით კიდე, მაგრამ 29200$-ან 58000$ ასვლის შემდეგ და 43000$-ან რამდენიმე კვირაში 61800$ კურსის აწევის შემდეგ მე აღარაფრის გამიკვირდება უკვე, იმიტომ რომ მაშინაც არ ჩანდა რომ მაგხელაზე აპირებდენ კურსის გაზრდას, მე რასაც ვუყურებ უფრო 1900$+ გაცდენა უნდათ მინიმუმ და 60000$ ბიტკოინზე ვიდრე კურსის დაგდება ახლო მომავალში, ეგ დროპიც მაგიტომ განახორციელეს, სწრაფათვე გაიზარდა 1780$-ან უკვე 1810$-ზე კურსი და ბიტკოინიც მატულობს სწრაფი ტემპებით, ეგ იმიტომ გააკეთეს რომ ყველას ვერ მოესწრო ყიდვა იაფათ

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.