Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ცნობილი კომპანია ატარებს ნივთების უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით მიწოდების  ექსპერიმენტებს. მათ არ ჩამორჩა სამხრეთკორეული ელექტრონული გიგანტი Samsung. დრონების მწარმოებელ კომპანია Manna-სთან (სამხრეთი კორეა) ერთად იგი ქმნის სერვისს, რომლის თანახმად ირლანდიის მომხმარებლებს დრონებით უნდა მიაწოდოს Galaxy სმარტფონები. 

ჯერჯერობით მიწოდების ეს სქემა ჯერჯერობით შემოიფარგლება მომხმარებლებით, რომლებიც ცხოვრობენ ორანმორში, ირლანდიის ქალაქ Galway-ს მიდამოებში (Galway-ს საგრაფო). კომპანიის ცნობით, ახალი სერვისი მალე ხელმისაწვდომი გახდება ირლანდიის მთელ ტერიტორიაზე. მიწოდება ვრცელდება შემდეგ მოდელებზე: Galaxy S21 Ultra, Galaxy Buds Pro, Galaxy Tab S7, Galaxy Watch 3 და ახალი Galaxy A სერიების სმარტფონები. 

სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი, კომპანია Manna-ს აეროკსმოსური კლასის უპილოტო საფრენი აპარატები მომხმარებლეს მიაწვდიან ამანათებს. ისინი იფრენენ 50-80 კმ სიმაღლეზე 60 კმ/სთ სიჩქარით, რაც შეამცირებს მართვის ცენტრიდან მიწოდების დროს სამ წუთამდე. 

პარალელურად, Manna თანამშრომლობს უმსხვილეს ბრიტანულ სავაჭრო ქსელ Tesco-სთან, ისინი ექვსი თვის განმავლობაში შეამოწმებენ ორანმორში მომხმარებლებისთვის სასურსათო მცირე კალათების მიწოდების სერვისს. სასურველი მიზანია, რომ მიოდების დრო არ აღემატებოდეს შეკვეთის გაფორმებიდან ნახევარ საათს. Manna თანამშრომლობს სხვა კომპანიებთანაც, რათა უახლოეს დროში გახდეს შესაძლებელი საჰაერო გით ცხელი საკვების, წიგნების ან სააფთიაქო პროდუქტების მიწოდება. 

image.jpeg 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.