Jump to content

Recommended Posts

Posted

როგორც ნებისმიერი საწარმოო ნარჩენები, 3D ბეჭდვის ნარჩენები შექმნის დიდ ეკოლოგიურ პრობლემას მომავალში. ამის თავიდან ასაცილებლად Ford და HP ერთობლივად მუშაობენ ავტომობილების ნაწილების ნარჩენების გარეშე 3D-ბეჭდვის ტექნოლოგიის განვითარებაზე. მასალების უგუნური გამოყენების დრო დასრულდა. დროა საწარმოები შეეჩვიონ რესურსებისადმი სიფრთხილით მოპყრობას. 

image.jpeg 

ფოტოს წყარო: Ford 

თავის ქარხნებში კომპანია Ford იყენებს კომპანია HP-ს 3D-პრინტერებს მცირე ზომის საავტომობილო ნაწილების წარმოებისთვის, რომელთა გამოშვებისთვის არამომგებიანია საწარმოო აღჭურვილობის შეძენა. ასევე, პრინტერებით იქმნება ისეთი სამუშაო პირობები, რომლებიც ამსუბუქებენ და აჩქარებენ საწარმოო პროცესს. მგვარი საქმიანობის შედეგად რჩება ბევრი ნარჩენი გამოუყენებელი ფხვნილისა და დეტალების სახით, რომლებიც არ იქნა გამოყენებული გარკვეული მიზეზების გამო. იმისთვის, რომ ეს ყველაფერი ნაგვად არ იქცეს, Ford-მა და HP-მ შეიმუშავეს მოქმედების ჯაჭვი პლასტმასის განმეორებით გამოყენებისთვის. 

Ford-ის ქარხნებში არსებული 3D-ბეჭდვის ნარჩენები ივსება აშშ-ის უმსხვილეს 3D-ბეჭდვის კომპანია SmileDirectClub-ის ნარჩენებით და ეგზავნება კომპანია Lavergne-ს, რომელიც პოლიმერულ ფისს ამზადებს. Lavergne აწარმოებს პლასტმასის გრანულებს წნეხის ქვეშ და ეს გრანულები უკან უბრუნდება Ford-ს, სადაც მზადდება ავტომობილების ახალი სათადარიგო ნაწილები. 

კერძოდ, გადამუშავებული ნედლეულით Ford ამზადებს საწვავის მილების მომჭერებს (ხამუთებს) Super Duty F-250 პიკაპისთვის. კომპანიის თქმით, ამგვარ დეტალებს გააჩნია საუკეთესო ქიმიური შემადგენლობა და ნესტისადმი გამძლეობა, ვიდრე ჩვეულებრივ ნაილებს, ისინი ასევე 7 %-ით მსუბუქია და 10 %-ით იაფი. გადამუშავებისთვის განკუთვნილი ნედლეულის ხელახალი გამოყენების შემოთავაზებული მოდელი გავრცელდება კომპანიის სხვა მანქანების ნაწილების წარმოებაზე. რაც უფრო მეტად გაფართოვდება ნარჩენებისგან თავისუფალი წარმოების პროცესი, მით უფრო ეფექტური და სასარგებლო იქნება იგი ბუნებისა და ადამიანისთვის. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.