Jump to content

Recommended Posts

Posted

რესურს VideoCardz-ის ინფორმაციით გასულ თვეში კომპანია NVIDIA-მ მიაწოდა ორი სამუშაო სადგური არაკომერციულ ორგანიზაცია Khronos Group-ს, რომელიც ცნობილია, როგორც OpenCL-ის, OpenGL-ისა და Vulkan-ის დეველოპერი. შიდა დოკუმენტების თანახმად, სამუშაო სადგურებისთვის განკუთვნილ ორ დაუანონსებელ NVIDIA Quadro RTX A5000 და Quadro RTX A4000Z ვიდეო დაფებს მინიჭებული აქვს OpenCL 1.2 სერტიფიკაცია. 

image.jpeg 

ამჟამად ვიდეო დაფების მახასიათებლები უცნობია. სავსებით სარწმუნოა, რომ ისინი დამყარებულია GA104 და GA106 გრაფიკულ ჩიპებზე, შესაბამისად. საინტერესოა ის, რომ ორივე ვიდეო დაფა Khronos Group-ის შიდა დოკუმენტებში მითითებულია, როგორც Quadro სერიის წარმომადგენლები მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-მ უარი თქვა ამ ბრენდზე და უნდა გამოიყენოს გაცილებით მარტივი სახელწოდებები - RTX Axxx. 

image.png 

მიუხედავად იმისა, რომ NVIDIA-მ Quadro RTX სერიის დასახელება RTX Axxx-ით შეცვალა როდესაც გამოუშვა RTX A6000 მოდელი GA102 ჩიპით - კომპანია ამ დრომდე ჯერ კიდევ არ მიაკუთვნებს ამ ვიდეო დაფებს Quadro სერიას. ამაში შეგვიძლია დავრწმუნდეთ მის ოფიციალურ ვებ-გვერდზე არსებული მონაცემებით. 

image.jpeg 

Turing არქიტექტურის Quadro სერიის ყველა ვიდეო დაფას აქვს სრულფასოვანი გრაფიკული პროცესორი. თუკი NVIDIA ამავე სტრატეგიას შეინარჩუნებს Ampere სერიის მოდელებშიც, RTX A5000-ს შესაძლოა ჰქონდეს 6144 CUDA ბირთვი, A4000  მოდელს - 3840 CUDA ბირთვი. ახალი მოწყობილობების მეხსიერების მოცულობის პროგნოზირება რთულია, თუმცა რადგანაც RTX A6000-ს აქვს 48 გბ GDDR6, RTX A5000 მოდელის მოცულობა შესაძლოა იყოს 32 ან 16 გბ, უმცროსი RTX A5000 მოდელისა კი - 12 გბ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.