Magdalena Posted March 26, 2021 Posted March 26, 2021 აღმასრულებელმა დირექტორმა Patrick Gelsinger-მა წარმოადგინა პრეზენტაცია ტექნოლოგიის სფეროში მომდევნო წლების განმავლობაში კომპანიის სტრატეგიის შესახებ. მიმდინარე წელს არიზონაში ორი ახალი საწარმოს მშენებლობისთვის 20 მილიარდი აშშ დოლარი გამოიყოფა, ხოლო მომავალი წლის ბოლოს Intel განსაზღვრავს ახალი საწარმოების მშენებლობის ადგილებს შეერთებულ შტატებსა და ევროპაში. Intel ფსონს დებს მოწინავე ტექნოპროცესებზე, როდესაც საქმე ეხება ახალი საწარმოების მშენებლობას. უფრო მეტიც, კომპანია დაიწყებს გარე მომხმარებლების აქტიურად მოზიდვას საკუთარ კონვეირზე, მათ შორის იქნება ARM-ისა და RISC-თავსებადი პროცესორების მწარმოებლები. ჯერჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებები, კომპანიის ხელმღვანელი ჯერ მზად არაა დაასახელოს კონკრეტული დამკვეთები, თუმცა სავარაუდოდ ესენი იქნება Amazon, Cisco, Qualcomm და Microsoft. თავად Gelsinger-მა ამ კონტექსტში ახსენა მხოლოდ Apple. გაღრმავდება IBM-თან თანამშრომლობა ახალი ტექნოპროცესებისა და მიკროსქემების აწყობის სფეროებში. Intel ასევე მზადაა საკუთარი ტექნოლოგიები და არქიტექტურა მიაწოდოს მომხმარებლებს სალიცენზიო ხელშეკრულების საფუძველზე. კომპანია მზად არის შეერთებულ შტატებში ახალი ქარხნები ააშენოს, მიუხედავად სახელმწიფო სუბსიდიების არსებობის ან არარსებობისა. როგორც Gelsinger-მა აღნიშნა, ნახევრადგამტარ კომპონენტებზე დეფიციტი კიდევ ორიოდე წელი გაგრძელდება - ამ ვადის ბოლოს კომპანიას ექნება ახალი საწარმოები, მათ შორის ისეთებიც, რომლებიც გარე მომხმარებლებს მოემსახურება. https://bit.ly/3sgEgC5
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now