Jump to content

Recommended Posts

Posted

კომპანია HP-მ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალი თაობის ჰიბრიდულ პორტატულ კომპიუტერ Envy x360 15-ზე: მოწყობილობა შემოთავაზებულია მოდიფიკაციებში, რომლებიც დამყარებულია AMD Cezanne და Intel Tiger Lake აპარატულ პლატფორმებზე. 

image.jpeg 

ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი, რომლის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით: შედეგად მოწყობილობა გადადის პლანშეტის რეჟიმში. მხარდაჭერილია მართვა თითს ან სპეციალური სტილუსის მეშვეობით, ეს უკანასკნელი მაგნიტური სამაგრით მაგრდება კორპუსზე. წვრილი ჩარჩოს წყალობით ეკრანი იკავებს ზედაპირის ფართობის 88.7%-ს. მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ Full HD (1920 × 1080 პიქსელი) და 4K (3840 × 2160 პიქსელი) ვერსიებს შორის. მეორე შემთხვევაში გამოყენებულია ორგანული შუქდიოდური ტექნოლოგია  (OLED). 

image.jpeg 

აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები, აუდიოსისტემა Bang & Olufsen სტერეოდინამიკებით, განათების მქონე კლავიატურა, თითის ანაბეჭდის სკანერი. 

image.jpeg 

AMD-ს პლატფორმაზე არსებული ვერსიის მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Ryzen 7 5700U; შესაძლებელია დაყენდეს დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450. Intel-ის ბაზაზე არსებულ მოდიფიკაციაში მოცემულია ჩიპი Core i7-1165G7. 

image.jpeg 

მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია SSD PCIe NVMe. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB Type-C, USB Type-A, HDMI 2.0b და ა.შ. 

AMD-ს პლატფორმის მქონე HP Envy x360 15 ლეპტოპის ფასი იწყება 750 აშშ დოლარიდან, Intel-ზე დამყარებული მოდელის საწყისი ფასი კი 900 აშშ დოლარია. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.