Magdalena Posted March 25, 2021 Posted March 25, 2021 კომპანია HP-მ დაიწყო შეკვეთების მიღება ახალი თაობის ჰიბრიდულ პორტატულ კომპიუტერ Envy x360 15-ზე: მოწყობილობა შემოთავაზებულია მოდიფიკაციებში, რომლებიც დამყარებულია AMD Cezanne და Intel Tiger Lake აპარატულ პლატფორმებზე. ლეპტოპს აქვს 15.6-დუიმიანი დისპლეი, რომლის მოტრიალება შესაძლებელია 360 გრადუსით: შედეგად მოწყობილობა გადადის პლანშეტის რეჟიმში. მხარდაჭერილია მართვა თითის ან სპეციალური სტილუსის მეშვეობით, ეს უკანასკნელი მაგნიტური სამაგრით მაგრდება კორპუსზე. წვრილი ჩარჩოს წყალობით ეკრანი იკავებს ზედაპირის ფართობის 88.7%-ს. მომხმარებლებს შეუძლიათ არჩევანი გააკეთონ Full HD (1920 × 1080 პიქსელი) და 4K (3840 × 2160 პიქსელი) ვერსიებს შორის. მეორე შემთხვევაში გამოყენებულია ორგანული შუქდიოდური ტექნოლოგია (OLED). აღჭურვილობაში შედის Wi-Fi 6 და Bluetooth 5.0 უსადენო კავშირების ადაპტერები, აუდიოსისტემა Bang & Olufsen სტერეოდინამიკებით, განათების მქონე კლავიატურა, თითის ანაბეჭდის სკანერი. AMD-ს პლატფორმაზე არსებული ვერსიის მაქსიმალურ კონფიგურაციაში შედის პროცესორი Ryzen 7 5700U; შესაძლებელია დაყენდეს დისკრეტული გრაფიკული ამაჩქარებელი NVIDIA GeForce MX450. Intel-ის ბაზაზე არსებულ მოდიფიკაციაში მოცემულია ჩიპი Core i7-1165G7. მონაცემთა შენახვაზე პასუხისმგებელია SSD PCIe NVMe. ხელმისაწვდომია ინტერფეისები USB Type-C, USB Type-A, HDMI 2.0b და ა.შ. AMD-ს პლატფორმის მქონე HP Envy x360 15 ლეპტოპის ფასი იწყება 750 აშშ დოლარიდან, Intel-ზე დამყარებული მოდელის საწყისი ფასი კი 900 აშშ დოლარია. http://bit.ly/3tLCrxk Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.