Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

Ripple-ს ტექნიკურმა დირექტორმა დევიდ შვარცმა განაცხადა, რომ კომპანია ეძებს არაურთიერთჩანაცვლებადი ტოკენების (NFT) მხარდაჭერს დამატების შესაძლებლობას XRP Ledger-ში. 

შვარცმა აღნიშნა, რომ პირადად მას აინტერესებს ორი კონკრეტული იდეა NFT-სთან დაკავშირებით. პირველი - ეს არის ადამიანების სწრაფვა ნივთების კოლექციონერობისკენ.  

„თუ გადახედავთ NFT-პროექტ NBA Top Shot-ს, მას ფანტასტიური სამომხმარებლო გამოცდილება აქვს. მომხმარებლებს მიაჩნიათ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ისეთი მნიშვნელოვანი რამის ფლობა, რაც არავის აქვს. ზუსტად არ ვიცი ეს რა სურვილი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის მნიშვნელოვანია ის, რომ მე მიყვარს ლებრონ ჯეიმსი, სტეფ კარი ან კიდევს სხვა და მათთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, რაც არავის აქვს. ” 

შვარცისთვის საინტერესო NFT-ის კიდევ ერთი ასპექტი არის ციფრული უფლებების იდეა. შვარცმა აღნიშნა, რომ ახლა ყველას აქვს ციფრული უფლებები ისეთ სერვისებზე, როგორიცაა სიმღერები iTunes-ზე, ელექტრონული წიგნები Kindle-ზე და ფილმები სტრიმინგ-პლატფორმებზე. მისი აზრით, ამ ციფრული უფლებების მომხმარებლების ამჟამინდელი გამოცდილება აბსოლუტურად საშინელებაა მუდმივად ცვალებადი ბაზრის გამო. 

Ripple-ს ტექნიკური დირექტორის კითხვაა არის თუ არა NFT ციფრული უფლებების სფეროში გრძელვადიანი გადაწყვეტილების შემუშავებისკენ სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. 

შვარცის კომენტარები არ არის XRP Ledger-ის NFT-ით დაინტერესების პირველი მტკიცებულება. გასულ თვეში Ripple-ს მიერ მხარდაჭერილ სტუდია XRPL Labs-ის დამფუძნებელმა განაცხადა, რომ გეგმაში აქვს NFT-ის მხარდაჭერის დამატება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.