Magdalena Posted March 20, 2021 Posted March 20, 2021 გამომცემლობა GamesRadar-ის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში Daedalic Entertainment სტუდია აპირებს დაინტერესებულ საზოგადოებას უჩვენოს The Lord of the Rings: Gollum-ის რეალური გეიმფლეი. ეს უნდა მოხდეს Future Games Show ონლაინ-ღონისძიების ფარგლებში. წარდგენილი იქნება პირველი სრული გეიმფლეი, რადგან აქამდე ზიარდებოდა მხოლოდ მცირე ფრაგმენტები. Future Games Show შედგება 25 მარტს. ცნობილია, რომ ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტუდიის დაახლოებით 40 გეიმინგ-პროექტი. დაზუსტებითაა ცნობილი, რომ FGS-ზე მონაწილეებს შორის იქნებიან Electronic Arts, Team17, SEGA და Warner Bros. ამასთან, სწორედ The Lord of the Rings: Gollum-ის ჩვენება უნდა შედგეს შოუს დაწყების წინ, წარმოდგენილი გეიმფლეის კადრებს თან ახლდება დეველოპერების მხრიდან შესაბამისი კომენტარები. The Lord of the Rings: Gollum გაყიდვაში მომდევნო წელს გამოვა. თამაში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ პლატფორმებზე: PC, PlayStation 4, PlayStation 5, Xbox One და Xbox Series. ასევე დაგეგემილია ვერსიის გამოსვლა Nintendo Switch-ისთვის. http://bit.ly/2OMvJIv 1
George Posted June 1, 2023 Posted June 1, 2023 გადამაქვს ეს თემაც არხივში, გამოვიდა ეგ თამაში და ძალიან მოთხარეს პრესაში და დაბალი შეფასებები დაუწერეს
Recommended Posts