Magdalena Posted March 20, 2021 Posted March 20, 2021 გამომცემლობა GamesRadar-ის ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში Daedalic Entertainment სტუდია აპირებს დაინტერესებულ საზოგადოებას უჩვენოს The Lord of the Rings: Gollum-ის რეალური გეიმფლეი. ეს უნდა მოხდეს Future Games Show ონლაინ-ღონისძიების ფარგლებში. წარდგენილი იქნება პირველი სრული გეიმფლეი, რადგან აქამდე ზიარდებოდა მხოლოდ მცირე ფრაგმენტები. Future Games Show შედგება 25 მარტს. ცნობილია, რომ ამ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა სტუდიის დაახლოებით 40 გეიმინგ-პროექტი. დაზუსტებითაა ცნობილი, რომ FGS-ზე მონაწილეებს შორის იქნებიან Electronic Arts, Team17, SEGA და Warner Bros. ამასთან, სწორედ The Lord of the Rings: Gollum-ის ჩვენება უნდა შედგეს შოუს დაწყების წინ, წარმოდგენილი გეიმფლეის კადრებს თან ახლდება დეველოპერების მხრიდან შესაბამისი კომენტარები. The Lord of the Rings: Gollum გაყიდვაში მომდევნო წელს გამოვა. თამაში ხელმისაწვდომი იქნება შემდეგ პლატფორმებზე: PC, PlayStation 4, PlayStation 5, Xbox One და Xbox Series. ასევე დაგეგემილია ვერსიის გამოსვლა Nintendo Switch-ისთვის. http://bit.ly/2OMvJIv
George Posted June 1, 2023 Posted June 1, 2023 გადამაქვს ეს თემაც არხივში, გამოვიდა ეგ თამაში და ძალიან მოთხარეს პრესაში და დაბალი შეფასებები დაუწერეს
Recommended Posts
Archived
This topic is now archived and is closed to further replies.