Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

მილიარდერმა ფილანთროპმა განაცხადა, რომ Bitcoin-ი გარემოს უდიდეს ზიანს აყენებს, რაშიც მან მოიაზრა ტრანზაქციაზე დახარჯული ენერგია, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება გადაცემის სხვა მეთოდით დახარჯულს. 

იმ დროს, როდესაც მსოფლიოს მილიარდერების უმეტესობა BTC-ში ინვესტიციების დაგეგმვით არის დაკავებული, ბილ გეითსი სკეპტიკურად უყურებს აქტივს და ამბობს, რომ Bitcoin-ი მეტ ენერგიას ხარჯავს, ვიდრე კაცობრიობისთვის ცნობილი ნებისმიერი სხვა გადაცემის მეთოდი. 

იგი შეშფოთებულია Bitcoin-ის ნახშირორჟანგის კვალის მაღალი დონით. 

რაც შეეხება გეითსის განცხადებას, მონაცემთა ანალიზის სპეციალისტების შეფასებით Bitcoin-ტრანზაქციის შედეგად გამოყოფილი ნახშირორჟანგის მოცულობა 300 კგ-ს შეადგენს. ამავე დროს, CO2-ის მოცულობა, რომელიც Visa-ს ტრანზაქციას ახლავს თან, 0.4 გრამს შეადგენს. 

ჯერალდ მოზერი, Barclays Private Bank-ის ბაზრის მთავარი სტრატეგი, იზიარებს ბილ გეითსის მოსაზრებას: 

”კრიპტოვალუტის დამატება პორტფელში მას ნაკლებად ეკოლოგიურად აქცევს.” 

მან ასევე გამოთქვა შეშფოთება ელექტრონული ნარჩენების ზრდის გამო, რადგან კრიპტოვალუტის მოპოვებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ძველდება დაახლოებით ყოველ 18 თვეში და ისინი გროვდება მოწყობილობების ნარჩენის სახით. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.