Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

ხმები იმის შესახებ, რომ Tesla-ს ბრენდის სმარტფონი გამოვიდოდა, მრავალი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა ინტერნეტში. მაგალითად, 2018 წელს გამოქვეყნდა სმარტფონის წინა და უკანა პანელების ფოტოები, სმარტფონის დასახელება იყო Tesla Quadra. 

image.jpeg 

ახლახანს კი ლონ მასკმა მოულოდნელად გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც წარმოდგენილია  Tesla-ს სმარტფონის ახალი კონცეფცია. მოწყობილობის დროებითი სახელი Model Pi. 

სმარტფონის მთავარი მახასიათებელი იქნება მაღალსიჩქარიან Starlink სატელიტურ ინტერნეტ-ქსელთან დაკავშირების შესაძლებლობა, რომლის სიჩქარე 210 მბ/წმ-ს მიაღწევს. მეორე მახასიათებელი, რომელიც ჩვენს დროში აქტუალურია, არის მოწყობილობით კრიპტოვალუტა Marscoin-ის  მოპოვების შესაძლებლობა. გაჯეტს ასევე შეეძლება დაუკავშირდეს Tesla-ს ელექტრომობილების ბორტ-სისტემას და მონაწილეობა მიიღოს მისი ზოგიერთი ფუნქციის მართვაში. და ბოლოს, მოწყობილობა აღჭურვილი იქნება Neuralink ტექნოლოგიით, რომელიც თავის ტვინის ტრავმის მქონე ადამიანების შემთხვევაში ჩაანაცვლებს ტვინის ზოგიერთ ფუნქციას. 

image.jpeg 

სმარტფონი გარეგნული დიზაინით Apple-ის მოწყობილობას წააგავს. როგორც ჩანს, ეს არის დიზაინერების დროებითი გათვლა, რომელთაც დაავიწყდათ წარსულში არსებული სასამართლო დავების შესახებ. სმარტფონის უკანა პანელზე განთავსდება კამერა ოთხი ობიექტივით. თავად პანელი კი აღჭურვილი იქნება მზის ენერგიით დამუხტვის ფუნქციით. რა თქმა უნდა, ეს არ იქნება წარმოდგენილი Model Pi-სთვის დამახასიათებელი ყველა ფუნქცია. მჟამად სმარტფონების ბაზარზე გარკვეული სტაგნაციაა. ბიუჯეტური და ფლაგმანური მოწყობილობები თითქმის გაუტოლდა ერთმანეთს ფუნქციონალით. ზემოთხსენებული მოწყობილობა კი შესაძლოა გახდეს მობილური მოწყობილობების ინდუსტრიის განვითარებაში ახალი სიტყვა. 

 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.