Jump to content

Recommended Posts

Posted

Tesla-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ლონ მასკმა დაადასტურა, რომ ელექტრო პიკაპი Cybertruck შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც ენერგიის წყარო კემპერისთვის (მოსიარულე სახლი საბურავებზე). განცხადება გაკეთდა Twitter-ის მომხმარებლის შეკითხვის საპასუხოდ, რომელმაც მასკს ჰკითხა, რეალიზდებოდ თუ არა ასეთი ფუნქცია Tesla-ს პიკაპში. 

image.jpeg 

შეერთებულ შტატებში ავტომობილის, როგორც ენერგიის წყაროს გამოყენების შესაძლებლობაში ახალი არაფერია, რადგან მოძრავი სახლები ძალიან პოპულარულია ქვეყანაში - არა მხოლოდ მოგზაურობისთვის, არამედ როგორც მუდმივ საცხოვრებლად. Cybertruck-ის საყოფაცხოვრებო ტექნიკის ელექტროენერგიით მომარაგების შესაძლებლობა ნამდვილად დამატებს Tesla-ს პიკაპს მეტ პოპულარობას. 

image.jpeg 

აღვნიშნავთ, რომ Tesla-მ ადრე უკვე გამოაქვეყნა რენდერები, რომლებზეც Cybertruck გამოსახულია საფირმო მოდურ ტრაილერთან ერთად. ბევრმა მომხმარებელმა ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ ის არ გავდა ჩვეულებრივ კემპერს, ამიტომ ელექტრომობილისგან მისი კვების საკითხი ღიად რჩებოდა. ახლა ენთუზიასტებს ისღა დარჩენიათ დაელოდონ, თუ როდის დაიწყებს Tesla ელექტრო პიკაპის მიწოდებას, რათა პირადა გამოცადონ ელექტრომობილი რეალურ პირობებში. 

მოსალოდნელია, რომ Cybertruck-ის მიწოდების პირველი ეტაპი მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება. პიკაპის საცალო ფასი 49 900 აშშ დოლარიდან იწყება, ხოლო სვლის მარაგის დიაპაზონი კონფიგურაციის მიხედვით 480-დან 800 კმ-მდე მერყეობს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.