Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

NVIDIA-სა და ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს ინსტრუმენტების ნაკრები AtacWorks - ღრმა მანქანური სწავლებისთვის. მისი მიზანია შემცირდეს ის დანარხარჯები და დრო, რომელიც აუცილებელია იშვიათ და ცალკეულ უჯრედებზე ექსპერიმენტირებისთვის. 

image.png 

AtacWorks მუშაობს ATAC-seq-თან ერთად, რომელიც კარგად წარმოაჩენს თავს ჯანმრთელი და დაავადებული უჯრედების გენომში ღია მონაკვეთების დადგენაში. ეს მონაკვეთები წარმოადგენენ დნმ-ის ნაწილს, რომლებიც გამოიყენება გარკვეული ფუნქციების დასადგენად და გასააქტიურებლად (მაგალითად, ღვიძლის უჯრედები, სისხლის უჯრედები ან კანის უჯრედები). ეს არის გენომის ნაწილი, რომელსაც შეუძლია მეცნიერებს მიუთითოს, აქვს თუ არა ადამიანს ალცჰაიმერის დაავადება, გულის პრობლემები ან სიმსივნე. 

ATAC-seq მეთოდი, როგორც წესი, საჭიროებს ათიათასობით უჯრედის ანალიზს. AtacWorks-ს შეუძლია იგივე შედეგი მიიღოს მხოლოდ რამდენიმე ათეული უჯრედის ანალიზის შედეგად. ინსტრუმენტთა ნაკრებს შეუძლია დადოს მთელი გენომის დასკვნა ნახევარ საათში, ხოლო ტრადიციული მეთოდების გამოყენებისას პროცესი ჩვეულებრივ ორ დღეზე მეტხანს გრძელდება. 

გენომის უფრო სწრაფად და იაფად გამოკვლევის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად დაეხმარება იმ კონკრეტული მუტაციების ან ბიომარკერების იდენტიფიცირების საკითხს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაავადებები. 

NVIDIA-ს მკვლევარმა და სტატიის მთავარმა ავტორმა ავანტიკა ლალმა განაცხადა, რომ ამჟამად არსებული მეთოდები არ იძლევა ძალიან იშვიათი უჯრედების ტიპების დნმ-ს განსხვავებების შესწავლ საშუალებას. 

AtacWorks შეძლებს არა მხოლოდ შეამციროს დანახარჯები ქრომატინის შესახებ მონაცემების მოპოვებისას, არამედ ახალ გზას გაუხსნის წამლის შექმნას“ - განაცხადა მან. 

იანვარში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარებმა წარმოადგინეს ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი, რომელსაც უფრო ზუსტად შეუძლია სარძევე ჯირკვლის კიბოს იდენტიფიცირება მამოგრაფიული სურათებით, ვიდრე ექიმ-რადიოლოგს. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.