Magdalena Posted March 11, 2021 Posted March 11, 2021 ბაზრის სპეციალისტი ფილიპ გილესპი იძლევა გაფრთხილებას, რომ ჩინეთის განზრახვა - გამოუშვას ციფრული იუანი, კარგს არაფერს უქადის Bitcoin-ისა და სხვა კრიპტოვალუტების მომავალს. კომპანია B2C2 Japan-ის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვების შემდეგ ქვეყანამ შესაძლოა შეზღუდოს კრიპტოვალუტების სფერო: ”როდესაც ციფრული იუანი გამოვა, ეს იქნება კრიპტოვალუტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რისკი.” გილესპი ფიქრობს, რომ ახალმა მარეგულირებელმა ზომებმა შეიძლება შეაჩეროს ლიკვიდურობის უზარმაზარი რაოდენობა ჩინეთის ბაზრიდან, რადგანაც რეგიონში მაღალია Tether-ის (USDT) აკრძალვის ალბათობა. ტოკენის იუანში კონვერტაცია ჩინეთში უკვე აკრძალულია, თუმცა Bitcoin-ითა და სხვა ციფრული ვალუტებით ვაჭრობის დროებით გადაწყვეტილებად მოქალაქეები იყენებენ დოლარზე მიბმულ Stablecoin Tether-ს. გილესპი მიიჩნევს, რომ თუკი ჩინეთი USDT-ის გამოყენებას აკრძალავს, შესაძლოა მოხდეს ლიკვიდურობის მასიური შოკი: „ვფიქრობ, დაიწყება პანიკური მასიური გაყიდვები“. თუმცა კომპანიის ტექნიკური დირექტორი პაოლო ადროინო არ მიიჩნევს CBDC-ს Stablecoin-ებისთვის საფრთხედ: „Tether-ის წარმატებამ აჩვენა, როგორ შეიძლება იმუშაოს CBDC-მ. ამას გარდა, CBDC ხელმისაწვდომი არ იქნება Ethereum-ის ან Bitcoin-ის საჯარო ბლოკჩეინებზე. ეს სექტორი დარჩება კერძო სახით გამოცემულ Stablecoin-ებს“. http://bit.ly/3kZ4XZ4
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now