Magdalena Posted March 11, 2021 Posted March 11, 2021 უფრო ეფექტური მიკროსქემების შექმნის მიზნით TSMC-სა და Apple-ს შორის თანამშრომლობამ განაპირობა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა წარმოებაში. უკვე არსებობს 5-ნანომეტრიანი ჩიპები სმარტფონებსა და ლეპტოპებში, აგრეთვე Mac M1-ში. ახლო მომავალში საყოველთაოდ გავრცელდება სმარტფონები 3-ნანომეტრიანი, შემდეგ კი - 2-ნანომეტრიანი ჩიპებით. ამის უზრუნველყოფისთვის TSMC-მა და Apple-მა კვლავ გააერთიანეს ძალები. ტრანზისტორების ზომის შემცირება სულ უფრო რთული ხდება და შედეგის მისაღწევად სულ მცირე 2 წელი იქნება საჭირო. ზოგიერთი რესურსი წერს, რომ TSMC ასრულებს Intel-ის 3-ნანომეტრიანი ჩიპების შეკვეთას, ვებ-გვერდი Patently Apple კი საუბრობს 2-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებაზე. როგორც ჩანს, TSMC და Apple ერთი მიზნისკენ ისწრაფვიან - დაიწყოს მიკროსქემების სამრეწველო წარმოება ამ ტექნოპროცესით. სტატიაში ნათქვამია, რომ TSMC-მა მანამდე დაიწყო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილის მომზადება, სანამ დაიწყებდა მასობრივი წარმოების გეგმების რეალიზებას. აქედან შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ TSMC ააშენებს ქარხანას უშუალოდ 2-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის. ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ TSMC-მა უკვე მიიღო შეკვეთები 2-ნანომეტრიან ჩიპებზე, თუმცა დამკვეთის სახელი არ ხმაურდებოდა. სანამ გეგმა რეალიზდება, TSMC-მა უნდა შესარულოს სხვადასხვა კომპანიების 3-ნანომეტრიანი პროდუქტების შეკვეთები. ცნობილია, რომ Apple-მა უკვე მიიღო მსგავსი მიკროსქემების პირველი პარტია. ეს ტექნოლოგია გამოყენებული იქნება iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ისთვის განკუთვნილი პროცესორების შემუშავებაში. Apple-ს ასევე ექნება TSMC-ის 5-ნანომეტრიანი წარმოების 80%-იანი წილი. მოსალოდნელია, რომ A15 Bionic წარმოებული იქნება მოწინავე N5P ტექნოპროცესით. 2022 წელს TSMC დაიწყებს 3-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივ წარმოებას, საცდელი 2-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოება კი მოსალოდნელია 2023 წლისთვის, თუკი შესაძლებელი გახდება დასახული გეგმების რეალიზება. http://bit.ly/2PBn2Rd Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.