Jump to content

Recommended Posts

Posted

უფრო ეფექტური მიკროსქემების შექმნის მიზნით TSMC-სა და Apple-ს შორის თანამშრომლობამ განაპირობა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა წარმოებაში. უკვე არსებობს 5-ნანომეტრიანი ჩიპები სმარტფონებსა და ლეპტოპებში, აგრეთვე Mac M1-ში. 

ხლო მომავალში საყოელთაოდ გავრცელდება სმარტფონები 3-ნანომეტრიანი, შემდეგ კი - 2-ნანომეტრიანი ჩიპებით. ამის უზრუველყოფისთვის TSMC-მა და Apple-მა კვლავ გააერთიანეს ძალები. ტრანზისტორების ზომის შემცირება სულ უფრო რთული ხდება და შედეგის მისაღწევად სულ მცირე 2 წელი იქნება საჭირო. 

ზოგიერთი რესურსი წერს, რომ TSMC ასრულებს Intel-ის 3-ნანომეტრიანი ჩიპების შეკვეთას, ვებ-გვერდი Patently Apple კი საუბრობს 2-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებაზე. როგორც ჩანს, TSMC და Apple ერთი მიზნისკენ ისწრაფვიან - დაიწყოს მიკროსქემების სამრეწველო წარმოება ამ ტექნოპროცესით. სტატიაში ნათქვამია, რომ TSMC-მა მანამდე დაიწყო აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილის მომზადება, სანამ დაიწყებდა მასობრივი წარმოების გეგმების რეალიზებას. 

image.jpeg 

აქედან შესაძლებელია დასკვნის გამოტანა, რომ TSMC ააშენებს ქარხანას უშუალოდ 2-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოებისთვის. ადრე ვრცელდებოდა ცნობები, რომ TSMC-მა უკვე მიიღო შეკვეთები 2-ნანომეტრიან ჩიპებზე, თუმცა დამკვეთის სახელი არ ხმაურდებოდა. სანამ გეგმა რეალიზდება, TSMC-მა უნდა შესარულოს სხვადასხვა კომპანიების 3-ნანომეტრიანი პროდუქტების შეკვეთები. ცნობილია, რომ Apple-მა უკვე მიიღო მსგავსი მიკროსქემების პირველი პარტია. 

ეს ტექნოლოგია გამოყენებული იქნება iPhone-ის, iPad-ისა და Mac-ისთვის განკუთვნილი პროცესორების შემუშავებაში. Apple-ს ასევე ექნება TSMC-ის 5-ნანომეტრიანი წარმოების 80%-იანი წილი. მოსალოდნელია, რომ A15 Bionic წარმოებული იქნება მოწინავე N5P ტექნოპროცესით. 2022 წელს TSMC დაიწყებს 3-ნანომეტრიანი ჩიპების მასობრივ წარმოებას, საცდელი 2-ნანომეტრიანი ჩიპების წარმოება კი მოსალოდნელია 2023 წლისთვის, თუკი შესაძლებელი გახდება დასახული გეგმების რეალიზება. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.