Jump to content

Recommended Posts

Posted

Facebook-ის დამფუძნებელმა გაზიარა თავისი ხედვა ვირტუალური და შერეული რეალობის ტექნოლოგიების განვითარების შესახებ შემდეგი ათი წლის განმავლობაში. ამ ტექნოლოგიების დანერგვის მნიშვნელოვან შედეგად იგი მიიჩნევს საქმიანი და დასასვენებელი მოგზაურობის რაოდენობის შემცირებას, რამაც გარემოზე სასარგებლო გავლენა უნდა იქონიოს. 

image.jpeg 

მარკ ცუკერბერგმა The Information-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღნიშნ, რომ შერეული და ვირტუალური რეალობის ტექნოლოგიების ფართო დანერგვა გადაჭრის კლიმატის გლობალური ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელოვან ამოცანას. თუ ადამიანს შეუძლია გამოიყენოს ვირტუალური რეალობის ჰედსეტი პლანეტის რომელიმე კუთხეში "ტელეპორტაციისთვი", მაშინ საქმიანი გზავრობისა და მოგზაურობის საჭიროება შემცირდება, რაც შეამცირებს მგზავრობებს სახმელეთო და საჰაერო ტრანსპორტით, ეს კი სასარგებლო გავლენას მოახდენს გარემოზე და ხალხს დიდ დროს დაზოგავს. 

ცუკერბერგის თქმით, ბევრ თანამშრომელსაც არ მოუწევს ფიზიკური გადაადგილება - საკმარისი იქნება ოფისში „გადასვლა“ ვირტუალურად შესაბამისი მოწყობილობების გამოყენებით. ამგვარი რამ განსაკუთრებით მოსახერხებელი იქნება იმ პირებისთვის, ვინც სამსახურისგან შორ მანძილზე ცხოვრობენ. როგორც ცუკერბერგი აღნიშნავს, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები პირველ რიგში ჯერ ვირტუალური რეალობისთვის პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის ეტაპს გაივლიან და მხოლოდ ამის შემდეგ დაკავდებიან შერეული რეალობით. გი ორივე ტექნოლოგიას უწოდებს "ერთი და იმავე მედლის ორ მხარეს". 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.