Jump to content

Recommended Posts

Posted

Porsche-მ წარმოადგინა ელექტროველოსიპედის ორი მოდელი. ისევე, როგორც კომპანიის ყველა პროდუქტი, ველოსიპედებიც ძვირადღირებულია, მაგრამ დამზადებულია მაღალი ხარისხის მასალებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით. მოდელებ დასახელებებია Porsche Sport და Porsche Cross. 
image.jpeg 

ორივე მოდელს აქვს ძრავ, რომლის საშუალებითაც ველოსიპედებს შეუძლიათ 25 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილება. ველოსიპედები ასევე აღჭურვილია დისკის მუხრუჭებით და ორი ამორტიზატორით, ეს ყველაფერი დამონტაჟებულია ნახშირბადის ჩარჩოზე. 

Porsche Sport შეიქმნა, როგორც ქალაქში გამოსაყენებელი მოდიფიკაცია ყოველდღიური მოხმარებისთვის. მას აქვს 630 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა და იწარმოება მხოლოდ თეთრი ფერის მოდელი. ამ ელექტროველოსიპედის ფასია 9990 ევრო. 

image.jpeg 

Porsche Cross, როგორც სახელიდანაც ჩანს, განკუთვნილია რთულად გასავლელ გზებზე გამოყენებისთვის. ამ მოდელს აქვს 504 ვტ/სთ მოცულობის ბატარეა, სპეციალური გაძლიერებული სამუხრუჭე სისტემა და იწარმოება შავ ფერში. Cross ვერსიის ფასი 7990 ევროს შეადგენს.image.jpeg 

კომპანია Porsche-მ ასევე შეიმუშავა სპეციალური საბარგული საკუთარი ავტომობილებისთვის, რომელშიც შესაძლებელია განთავსდეს ორი ველოსიპედი ტრანსპორტირებისთვის. 

ორივე მოდელი გაყიდვაში მიმდინარე გაზაფხულზე გამოვა, ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია. 

  • Upvote 1

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.