Jump to content

Recommended Posts

Posted

არც თუ ისე დიდი ხნის წინ ლონ მასკმა ერთ-ერთ გამომწერთან საუბრის დროს მოიწონა Starlink სატელიტური ინტერნეტი აღჭურვილობის პორტატული ვერსიის შექმნის იდეა. აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალურ კომისიაში (FCC) შეტანილი დოკუმენტების მიხედვით დაგეგმილია სახმელეთო ტრანსპორტის, აგრეთვე გემებისა და თვითმფრინავების ამგვარი მოწყობილობით აღჭურვა.image.jpeg 

FCC-ში შეტანილი განაცხადი, როგორც წყარო აღნიშნავს, Starlink-ს საშუალებას მისცემს მიიღოს ლიცენზია, რომლის თანახმად თანამგზავრული ქსელიდან ინტერნეტზე წვდომას მიიღებენ სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებები. დაფარვის არეალი, უმეტესად, უნდა მოიცავდეს მთელ პლანეტას, თუმცა სახმელეთო მანქანებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ შეერთებული შტატების ტერიტორიაა ნახსენები. გემებსა და თვითმფრინავებს შეეძლებათ ფუნქციონირება Starlink ქსელში შეერთებული შტატების საზღვრებს გარეთ, მათ შორის საერთაშორისო წყლებსა და სხვა ქვეყნების საჰაერო სივრცეში. 

Starlink-ის ჩანაფიქრის თანახმად ახალი სერვისი მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დაივიწყონ ისეთი ზონების არსებობა, სადაც გლობალური ქსელის რესურსებზე წვდომის შესაძლებლობა არ არსებობდა. როგორც კორპორაციულ, ასევე კერძო მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ სატელიტური კომუნიკაციებით. ეს სერვისი განსაკუთრებულ პერსპექტივას უქმნის Tesla-ს, რადგან მომავლის მანქანები სრულფასოვნად ვერ იმუშავებენ ინტერნეტზე წვდომის გარეშე. Tesla-ს ელექტრომობილების მფლობელები Starlink-თან დაკავშირების შემთხვევაში დაივიწყებენ როუმინგის პრობლემებსა და ღია სივრცეებში სიგნალის ცუდ დაფარვას. საჭიროა მხოლოდ პრობლემის გადაჭრა მჭიდრო ურბანულ სივრცის  პირობებში ხარვეზების მოსაგვარებლად, კერძოდ მიწისქვეშა ავტოსადგომებსა და გვირაბებში ყოფნის დროს. სავარაუდოდ, ასეთ შემთხვევაშ სატელიტური ინტერნეტი გამოყენებული იქნება სარეზერვო კავშირის სახით ფიჭურ საკომუნიკაციო არხთან ერთად. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.