Magdalena Posted March 6, 2021 Posted March 6, 2021 კომპანია MSI-მ წარადგინა მონიტორი Optix MAG272CQP გეიმინგ დონის დესკტოპ სისტემებისთვის: გამოყენებულია 27-დუიმიანი რკალისებრი ფორმის VA მატრიცა 1500R სიმრუდის რადიუსით. ამგვარი დიზაინი, როგორც აღინიშნება, უზრუნველყოფს უკეთეს შთაბეჭდილებებს ვირტუალურ სივრცეში მოქმედებისას. მონიტორი WQHD ფორმატს შეესაბამება: გაფართოება შეადგენს 2560 × 1440 პიქსელს. სიკაშკაშის მაჩვენებელია 300 კდ/მ2, კონტრასტი - 3000:1, დინამიური კონტრასტი - 100 000 000:1. ხედვის კუთხე ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად შეადგენს 178 გრადუსს. პანელის რეაქციის დრო 1 მილიწამია (MPRT), კადრის განახლების სიხშირე - 165 ჰერცი. AMD FreeSync Premium ტექნოლოგია ხელს უწყობს გეიმინგ პროცესის დინამიურობასა და სინქრონულობას, აღმოიფხვრება კადრების დამახინჯება. ვირტუალურ სივრცეში კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მიიღწევა სისტემა Night Vision-ის მეშვეობით, რომელიც აუმჯობესებს გამოსახულების მუქი სივრცეების ხილვადობას. ხანგრძლივი მუშაობისას თვალებზე დატვირთვას ამცირებს ფუნქციები Anti-Flicker და Less Blue Light. მონიტორზე მოცემულია შემდეგი ინტერფეისები: DP 1.2, ორი HDMI 2.0, USB 3.2. Gen1, USB Type- პორტი და სტანდარტული აუდიოკონექტორი. სადგამი საშუალებას იძლევა დარეგულირდეს ეკრანის დახრის კუთხე და სიმაღლე. http://bit.ly/2Olgpls
Recommended Posts
Create an account or sign in to comment
You need to be a member in order to leave a comment
Create an account
Sign up for a new account in our community. It's easy!
Register a new accountSign in
Already have an account? Sign in here.
Sign In Now