Jump to content

Recommended Posts

Posted

image.png

საგადახდო გიგანტი PayPal აპირებს შეიძინოს კრიპტოვალუტების შენახვის ინფრასტრუქტურის მომწოდებელი Curv. 

PayPal-მა წარსულში რამდენიმე მნიშვნელოვანი შენაძენი განახორციელა, მაგალითად Venmo. ახლა კომპანია აპირებს ფლობდეს კრიპტოვალუტებთან დაკავშირებულ „რაიმეს ”, - განაცხადა ერთ-ერთმა ინფორმირებულმა წყარომ. 

სხვადასხვა შეფასების თანახმად, გარიგების ღირებულება 200-დან 500 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. 

ინფორმატორი აღნიშნავს, რომ კომპანიამ Curv-ის შესყიდვის გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ, რაც გასულ წელს ჩაიშალა მოლაპარაკებები კასტოდიალურ სერვის BitGo-სთან. 

გასული წლის ივლისში Curv-მა მოიზიდა 23 მლნ აშშ დოლარი დაფინანსების A სერიაში Commerzbank Group-ის, Coinbase Ventures-ისა და  Digital Currency Group-ისგან. 

ოქტომბერში შედგა დაფინანსების დამატებითი რაუნდი, რომელსაც ხელმძღვანელობდა საინვესტიციო გიგანტი Franklin Templeton. 

შეგახსენებთ, ნოემბერში PayPal-მა აამოქმედა Bitcoin-ის ყიდვა-გაყიდვის შესაძლებლობა აშშ-ში მაცხოვრებელი მომხმარებლებისთვის. 

თებერვალში კომპანიამ განაცხადა, რომ განიხილავს პირველ კრიპტოვალუტაში რეზერვების განთავსების შესაძლებლობას. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.