Jump to content

Recommended Posts

Posted

NVIDIA-ს კვარტალური ანგარიშების გამოქვეყნებისთანავე ფინანსურმა დირექტორმა კოლეტ კრესმა ირონიულად უწოდა ჩიპების უკმარისობის პრობლემას "თავის რჩეულ". იგი იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე Turing თაობის ჩიპების მიწოდება ხელს შეუწყობს დეფიციტის მოგვარებას. 

image.jpeg 

ფინანსურმა დირექტორმა აღიარა, რომ NVIDIA ისურვებდა მეტი გრაფიკული პროცესორის მიღებას პარტნიორებისგან. გეიმინგ მიმართულებით ის მარაგდება ჩიპებით როგორც Samsung-ისგან, ასევე TSMC-ისგან. TSMC-ის შემთხვევაში, ბუნებრივია, საუბარი ეხება Turing თაობის მოწყობილობებს. 300 აშშ დოლარს ქვემოთ ფასის დიაპაზონში არსებული Turing-ჩიპები უწყობს ხელს NVIDIA-ს ბაზრის მომარაგებაში. მათ მიწოდებას კომპანია მინიმუმ მიმდინარე წლის ბოლომდე აპირებს. 

NVIDIA-ს წარმომადგენლებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ ჩიპების ნაკლებობამ ხელი არ უნდა შეუშალოს კომპანიას გეიმინგ და სერვერული სეგმენტის გრაფიკული პროცესორების მომარაგების გაზრდაში. კოლეტ კრესმა ასევე განაცხადა, რომ გასული კვარტლის შედეგები გეიმინგ სეგმენტში მცირედით განსხვავდებოდა კრიპტოვალუტების ფაქტორის არმქონე სცენარისგან. ამგვარ დარწმუნებულობის მიზეზი მარტივია - ჯერ კიდევ არ არის საკმარისი ჩიპები ყველასთვის. 

NVIDIA არ გამოიყენებს მაინინგის წარმადობის ხელოვნურ შეზღუდვას უკვე წარმოდგენილ GeForce RTX 3070 დაფასა და მასზე უფროს მოდელებზე, რადგან მათი ბაზარზე გამოსვლისას ამის საჭიროება აღარ არსებობდა და ახლა ასეთი შეზღუდვების განხორციელება საკმაოდ რთულია. მეორე მხრივ, NVIDIA-ს ხელმძღვანელობა პროფესიონალი მაინერებისთვის განკუთვნილი CMP სერიის გაყიდვების რეგულარული სტატისტიკის გამოქვეყნებას პირდება საზოგადოებას. CMP სერიის პროდუქტების მიწოდება დაიწყება მიმდინარე თვეში, მაგრამ მხოლოდ ბაზრის მსხვილი მოთამაშეები მიიღებენ მათ, საცალო არხების გვერდის ავლით. 

Ampere თაობის პირველი მოდელების ბაზარზე გამოსვლის შედეგად ვიდეო დაფების საშუალო სარეალიზაციო ფასი გაზარდა - აღნიშნავს კომპანიის ფინანსური დირექტორი. იგი ვარაუდობს, რომ ეს ფაქტორი გავლენას იქონიებს NVIDIA-ს შემოსავალზე მომავალშიც. GeForce RTX 3000 სერიაში უნდა გამოვიდეს ახალი მოდელები და ცოტა ხნის წინ წარმოდგენილი GeForce RTX 3060 დაფით არ შემოიფარგლება ვითარება. და ბოლოს, ღონისძიების განმავლობაში კოლეტ კრესმა სამჯერ გამოხატა მტკიცე რწმენა, რომ NVIDIA-ს მიერ ARM-ის შესყიდვა დამტკიცდება მარეგულირებელი ორგანოების მიერ. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.