Magdalena Posted March 4, 2021 Posted March 4, 2021 Intel-ი აგრძელებს არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტების, არამედ მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამების ოპტიმიზაციას და თავიდან იშორებს მორალურად მოძველებულ სერვისებს: ამჯერად კომპანიის სპეციალისტების ხელში მოხვდა Intel-ის პროცესორების წარმადობის კონფიგურირების დაცვის გეგმა (PTPP). ეს არის სპეციალური პროგრამა, იგი დამატებით 20-30 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში გაფართოებულ გარანტიას იძლევა, რაც უზრუნველყოფს HEDT-პროცესორის ან განბლოკილი მულტიპლიკატორების მქონე CPU-ის ერთჯერადად შეცვლას ოვერქლოქინგის შემდეგ მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. როგორც Tom's Hardware იუწყება Intel PTPP პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებით, მიმდინარე წლის 1 მარტიდან კომპანია აღარ აპირებს ამ გეგმის მხარდაჭერას, რომელმაც, როგორც შეტყობინებაში მტკიცდება, საკუთარი თავი ამოწურა და ინტერესს აღარ იწვევს მომხმარებლებში. ამასთან, ერთ მოდელზე მაინც შენარჩუნდა დაცვა აჩქარებისას - Xeon W-3175X-ის მფლობელები ავტომატურად დაცულნი არიან გარანტიით ოვერქლოქინგისას. გარდა ამისა, ის მომხმარებლები, რომლებმაც ხსენებული გარანტია შეუკვეთეს ხსენებულ თარიღამდე პერიოდში, შეძლებენ CPU-ის შეცვლას საგარანტიო ვადის დასრულებამდე. რაც შეეხება ახლახანს შეძენილი მოდელების, მათ შორის Rocket Lake-S სერიის მფლობელებისთვის, რომელთა დებიუტი რამდენიმე კვირაში უნდა შედგეს, ამიერიდან აჩქარების პროცესი კიდევ უფრო სარისკო საქმიანობა გახდება და შეიძლება გამოიწვიოს გარანტიის მიხედვით პროდუქტის ახლით ჩანაცვლების შესაძლებლობის დაკარგვა. http://bit.ly/3kD4Q5h Quote
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.