Jump to content

Recommended Posts

Posted

Intel-ი აგრძელებს არა მხოლოდ საკუთარი პროდუქტების, არამედ მომხმარებლების მხარდაჭერის პროგრამების ოპტიმიზაციას და თავიდან იშორებს მორალურად მოძველებულ სერვისებს: ამჯერად კომპანიის სპეციალისტების ხელში მოხვდა Intel-ის პროცესორების წარმადობის კონფიგურირების დაცვის გეგმა (PTPP). ეს არის სპეციალური პროგრამა, იგი დამატებით 20-30 აშშ დოლარის გადახდის შემთხვევაში გაფართოებულ გარანტიას იძლევა, რც უზრუნველყოფს HEDT-პროცესორის ან განბლოკილი მულტიპლიკატორების მქონე CPU-ს ერთჯერადად შეცვლას ოვერქლოქინგის შემდეგ მისი მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში. 

image.jpeg 

როგორც Tom's Hardware იუწყება Intel PTPP პროგრამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებით, მიმდინარე წლის 1 მარტიდან კომპანია აღარ აპირებს ამ გეგმის მხარდაჭერას, რომელმაც, როგორც შეტყობინებაში მტკიცდება, საკუთარი თავი ამოწურა და ინტერესს აღარ იწვევს მომხმარებლებში. ამასთან, ერთ მოდელზე მაინც შენარჩუნდა დაცვა აჩქარებისას - Xeon W-3175X-ის მფლობელები ავტომატურად დაცულნი არიან გარანტიით ოვერქლოქინგისას. 

გარდა ამისა, ის მომხმარებლები, რომლებმაც ხსენებული გარანტია შეუკვეთეს ხსენებულ თარიღამდე პერიოდში, შეძლებენ CPU-ს შეცვლას საგარანტიო ვადის დასრულებამდე. 

რაც შეეხება ახლახანს შეძენილი მოდელების, მათ შორის Rocket Lake-S სერიის მფლობელებისთვის, რომელთა დებიუტი რამდენიმე კვირაში უნდა შედგეს, ამიერიდან აჩქარების პროცესი კიდევ უფრო სარისკო საქმიანობა გახდება და შეიძლება გამოიწვიოს გარანტიის მიხედვით პროდუქტის ახლით ჩანაცვლების შესაძლებლობის დაკარგვა. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.