Jump to content

Recommended Posts

Posted

ანალიტიკოსი Ming-Chi Kuo ვარაუდობს, რომ Apple 2023 წელს გამოუშვებს დასაკეც iPhone-ს. ექსპერტმა სიახლე გაახმაურა შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, მაგრამ არ დაუკონკრეტებია, თუ საიდან მიიღო იგი. 

image.jpeg 

სავარაუდოდ, ეკრანის ზომა იქნება 7.5-8 დუიმამდე. ეს ცნობა განსხვავდება ამ დრომდე გავრცელებული ვარაუდისგან, რომ დისპლეი iPhone 12 Pro-ს ზომის იქნებოდა. 

დიაგონალის ზომის მიხედვით ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მოწყობილობა Samsung Galaxy Fold-ის მსგავსი იქნება - ვერტიკალური ხაზითა და ჰორიზონტალური მოტრიალების ფუნქციით. ახალი მოწყობილობისთვის ეკრანს ვინ დაამზადებს, ამჟამად უცნობია. ამ დრომდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ კომპანია ეკრანებზე მუშაობს LG-სა და Samsung-თან ერთად. 

ანალიტიკოსმა ასევე განაცხადა, რომ დასაკეცი სმარტფონის გამოშვება იმაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ ვერა Apple ტექნოლოგიური პრობლემების მოგვარებასა და წარმოების ოპტიმიზაციას. მან აღნიშნა, რომ პროდუქტის ოფიციალური გამოშვება ჯერ დაგეგმილი არ არის და კომპანია მასზე მუშაობითაა დაკავებული. 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.