Jump to content

Recommended Posts

Posted

image.jpeg

image.png

ამ დრომდე მსოფლიოში მხოლოდ რამდენიმე თვითმფრინავმა შეძლო 3 Mach სიჩქარის გადალახვა. ამ მიმართულებით პირველია A-12 Oxcart საიდუმლო ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავ SR-71 Blackbird-ის წინამორბედი. პირველი რეკორდული ფრენა A-12-მა განახორციელა შორეულ 1963 წელს და სამჯერ გადააჭარბა ხმოვან ბარიერს 27 400 მეტრ სიმაღლეზე. 

კომპანია Lockheed Skunkworks-მა A-12 შექმნა მაღალი სიმაღლის სტრატეგიული დაზვერვისთვის, იმ დროს თვითმფრინავი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის მიუწვდომლად ითვლებოდა. SR-71 Blackbird-თან შედარებით იგი ოდნავ უფრო მოკლე, მსუბუქი და კიდევ უფრო სწრაფი იყო. SR-71-ის მთვარი უპირატესობა იყო ფრენის გრძელი მანძილი, რამაც განსაზღვრა კიდეც სამომავლო ბედი: А-12 1968 წელს ჩამოწერეს, მისი კონკურენტი კი 1999 წლამდე გამოიყენებოდა.  

image.jpeg 

А-12-ის შემუშავების პროექტში ჩართულმა ერთ-ერთმა მონაწილემ, ტორნტონ ბარნსმა მონაწილეობის შესახებ ისაუბრა საკუთარ წიგნში „ ჩემი ოდისეა ზონა 51-ში“. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში ის მუშაობდა CIA-ში, NSA-სა და NASA-ში. როგორც ზებგერითი სიჩქარის ფრენების სპეციალისტი, იგი ჩართული იყო მთავარი სპეციალისტების გუნდში. მანამდე იგი დაკავებული იყო საბჭოთა საბრძოლო თვითმფრინავების, დრონების შექმნისა და უჩინარი თვითმფრინავების შესწავლასთან დაკავშირებულ პროექტებში. 

ცოტა ხნის წინ ბარნსმა გამოაქვეყნა ზონა 51-დან A-12-ის სრული ზომის ხისგან დამზადებული მაკეტის გასაიდუმლოებული ფოტოები. ყველაზე უცნაური ის არის, რომ თვითმფრინავი თავდაყირაა განთავსებული. 

image.jpeg 

Create an account or sign in to comment

You need to be a member in order to leave a comment

Create an account

Sign up for a new account in our community. It's easy!

Register a new account

Sign in

Already have an account? Sign in here.

Sign In Now
×
×
  • Create New...

Important Information

We have placed cookies on your device to help make this website better. You can adjust your cookie settings, otherwise we'll assume you're okay to continue.